|
2026-03-19 13:37:42, 1731 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ნიკოლოზი: სომხეთის პატრიარქს თუ ქვეყნიდან გამოუშვებენ, ჩამოვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან უამრავ სასულიერო პირს და მაღალ იერარქს ელოდებიან . დღეს ახალქალაქის, კარის და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა "პირველებთან" თქვა, რომ ილია მეორესთან გამოსამშვიდობებლად საქართველოში ჩამოსვლა სურს სომხეთის პატრიარქს გარეგინ II-ს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, მას სომხეთიდან გამოუშვებენ თუ არა. ცნობისთვის სომხეთის პროკურატურამ კათოლიკოს-პატრიარქის, გარეგინ II-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. კათოლიკოსს სომხეთის დატოვება ეკრძალება. "ვინ ჩამოვა ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ჩვენ დავუგზავნეთ მოწვევა ყველა პირველ იერარქს, როგროც წესი და რიგია ისე. გარდა ამისა, ჩვენ გვიკავშირდებიან არამართლმადიდებელი ეკლესიებიდან. მაგალითად სომხეთის პატრიარქს უნდა ჩამოსვლა. ძალიან ახლო და ისტორიული ურთიერთობა ჰქონდათ, სომხეთშია იქ დიდი არეულობა და პატრიარქს არ უშვებენ ქვეყნიდან. ჩვენ გავუგზავნეთ მოწვევა და თუ გამოუშვებენ ჩამოვა", - თქვა მან.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)