15:57 - 17 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-17 13:58:10, 320 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე პატრიარქზე - მდგომარეობა არსებითი ცვლილებების გარეშეა, გადაყვანა არ განიხილება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ. 

მისი განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაში არსებითი ცვლილება ამ ეტაპზე არაა. კავკასიის მედიცინის ცენტრში კი ყველა წამყვანი კლინიკის რეანიმატოლოგები იმყოფებიან.

"მდგომარეობა კვლავაც არის პრაქტიკულად არსებითი ცვლილებების გარეშე და რაიმე არსებითი დინამიკის გარეშე. ჩვენ ვცდილობთ, რომ გარდა სტანდარტული, კლასიკური მეთოდოლოგიისა, მაქსიმალურად თავი მოვუყაროთ ყველა მოსაზრებას, ყველა კომპეტენტურ აზრს, ყველა განსხვავებულ აზრს, რომელიც შეიძლება საკითხის ირგვლივ აღმოჩნდეს შედეგზე ორიენტირებული - იქნებ აღმოჩნდეს რაიმე შემოთავაზება, რომელსაც შეუძლია გააუმჯობესოს გარკვეული პროცედურები.

აქ არიან წამყვანი სამედიცინო დაწესებულებების რეანიმაციული განყოფილებების ხელმძღვანელები, ცნობილი რეანიმატოლოგები, შესაბამისად, მათთან კონსულტაციების გავლა არის, რასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია" - განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება პატრიარქის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანასთან ან უცხოეთიდან ექიმების ჩამოყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, სარჯველაძე ამბობს, რომ "ამ წუთას მსგავსი რამ, მაგალითად უცხოეთში წაყვანასთან დაკავშირებული საკითხი არ განიხილება" არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით.

"რაც შეეხება უცხოელი ექიმის ჩამოყვანას, როგორც და რა წამსაც დადგება ასეთი საჭიროება, ბუნებრივია, რომ იქნება უზრუნველყოფილი. უკლებლივ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ დაუყოვნებლივ ასეთი საჭიროება იქნეს უზრუნველყოფილი.

უნდა ვუთხრა საზოგადოებას, უკლებლივ ყველაფერი, რაც აუცილებელია პაციენტისთვის, რომ ყველაფერი საუკეთესო ჰქონდეს, უზრუნველყოფილია. ჩვენ ვმსჯელობთ, ვფიქრობთ იმასთან დაკავშირებით, რით შეიძლება კიდევ უფრო მეტი რესურსი იქნეს ჩართული იმისთვის, რომ უწმინდესის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ადამიანი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რეანიმაციაში, პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ არავინ მისი მდგომარეობით არ შეიძლება დღეს კმაყოფილი იყოს. ჩვენ ვცდილობთ, რომ გავაუმჯობესოთ უწმინდესის მდგომარეობა" - განაცხადა სარჯველაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: აჭარაში ჩატარებული სპეცოპერაციისას 72 პირი დააკავეს, კიდევ 5-ს ბრალი წარუდგინეს
არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე მასწავლებლის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
გიუნტერ კრიხბაუმი: უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა
ჰადადი: საქართველოს EU-სკენ გზა წინ ვერ წავა, ვიდრე ქართული ოცნება რეპრესიებს აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics