|
2016-03-31 11:22:55, 507 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამა ამოქმედდება
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვასთვის ამოქმედდება ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამა, რომელიც ჯანდაცვისა და სხვა სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გლობალური ჯანმრთელობის დახმარების პროგრამის ფარგლებში გააძლიერა საქართველოს მხარდაჭერა. განცხადება აღნიშნული დახმარების შესახებ USAID-ის ადმინისტრატორმა გაილ სმიტმა წარმომადგენლობითი პალატის სახელმწიფო და საერთაშორისო ურთიერთობების ქვეკომიტეტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. “698.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიყოფა ეკონომიკის მხარდაჭერის ფონდის და მსოფლიო ჯანდაცვის პროგრამებისთვის, ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რათა გაძლიერდეს საბაზრო ეკონომიკისა და ვაჭრობის შესაძლებლობები, დამოუკიდებელი მედია და დემოკრატიული ინსტუტიტები, აგრეთვე ქვეყნების ენერგო დამოუკიდებლობა, ჯანდაცვა და განათლების გრძელვადიანი პროგრამები. აღნიშნული ღონისძიებები წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას და რუსეთის სხვა მეზობელი ქვეყნების მიმართ ფართომასშტაბიანი დახმარების პროგრამის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ამ ქვეყნების მიერ რუსეთისგან მომდინარე გაზრდილ ზეწოლასთან გამკლავებას”, - აღნიშნა სმიტმა. ცნობისთვის, გაილ სმიტი პირველად წარსდგა წარმომადგენლობითი პალატის წინაშე პრეზიდენტ ობამას 2017 ფისკალური წლის ბიუჯეტის პროექტის მხარდასაჭერად. მისი მოხსენების დიდი ნაწილი საერთაშორისო დახმარების პროგრამების როგორც ამერიკული დიპლომატიის ინსტრუმენტის მნიშვნელობას დაეთმო.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)