16:50 - 12 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-12 15:23:25, 255 ნახვა

პოლიტიკა
438 მომხრე, 37 წინააღმდეგი - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

438 მომხრე 37 წინააღმდეგი - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელიც  მკაცრად გმობს ელენე ხოშტარიასა და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას.

დოკუმენტის მიხედვით, ევროპარლამენტარები საქართველოში "პოლიტიკური მართლმსაჯულებისა და რეპრესიების დასრულებას, ასევე პოლიტიკური პატიმრების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ". ამავე დროს, რეზოლუციის პროექტებში საუბარია ბოლო დროს მიღებული კანონების გაუქმების აუცილებლობაზეც.

  • ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი ფორმულირება წარმოდგენილია ევროპის სახალხო პარტიის (EPP) რეზოლუციის პროექტში. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და შეწყვიტოს პოლიტიკური მართლმსაჯულება.

დოკუმენტში ასევე საუბარია სანქციების დაწესების შესაძლებლობაზე იმ პირების მიმართ, ვინც, ავტორების შეფასებით, რეპრესიებზეა პასუხისმგებელი.

მოვითხოვთ ელენე ხოშტარიას და პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით დაკავებული ყველა სხვა პირის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას; მოგიწოდებთ მათ წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების დაუყოვნებლივ მოხსნას;

ვგმობთ სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად გამოყენებას. 

მოვუწოდებთ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები „ქართული ოცნების“ რეჟიმისა და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ, მათ შორის იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებზე, სისხლის სამართლებრივ დევნასა და ძალადობაზე, -ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს შესახებ წარმოდგენილ პროექტებს შორის განსხვავებული აქცენტები აქვს „მწვანეების“ (Greens) ჯგუფის რეზოლუციას. სწორედ ამ დოკუმენტში ფიგურირებს ჩანაწერი შესაძლო ქიმიური მოწამვლის შესახებ, რომლის სრულყოფილი გამოძიების აუცილებლობაზეც არის საუბარი.

ვგმობთ მომიტინგეებისა და დაკავებულების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ სანდო ცნობებს, მათ შორის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ ცნობებს; მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ყველა პასუხისმგებელი პირი;

მოვუწოდებთ ევროკავშირის საბჭოს, საბოლოოდ გადალახოს უნგრეთისა და სლოვაკეთის მიერ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის მასშტაბით მიზანმიმართული სანქციების ბლოკირება; მოვუწოდებთ ყველა წევრ სახელმწიფოს, მანამდე დაუყოვნებლივ დააწესონ ორმხრივი სანქციები;

ვითვალისწინებთ პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის გასული თვის წერილს, სადაც მან მიანიშნა უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე მთლიანად საქართველოს მოსახლეობისთვის; გამოვთქვამთ უკმაყოფილებას და ვფიქრობთ, რომ ეს ზომა უარყოფითად იმოქმედებს ყველა ქართველზე, მათ შორის მათზე, ვისაც შეიძლება დევნისგან თავის დაღწევა დასჭირდეს;  ეს ზომა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული.

საქართველოს საკითხზე საკუთარი პოზიცია წარადგინა „განახლებული ევროპის ჯგუფმაც“ (Renew Europe). მათ მიერ მომზადებულ პროექტში ყურადღება გამახვილებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და წინასწარი პატიმრობის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენებაზე.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება, როგორც პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტი და უზრუნველყოს სასამართლო დამოუკიდებლობა.

კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკომისიას, ევროკავშირის საბჭოს და ევროპის საგარეო საქმეთა სამინისტროს, პოლიტიკური ოპონენტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში საორიენტაციო ნიშნულად მიიჩნიონ და პოლიტიკური დევნისა და ადამიანის უფლებების დარღვევისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების წინააღმდეგ მიზნობრივი ზომები განიხილონ;

შეუძლებლად მივიჩნევთ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მანამ, სანამ არ მოხდება მისი ამჟამინდელი რეპრესიული  კურსის აშკარა შეცვლა; კვლავ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად;

მკაცრი შეფასებებია წარმოდგენილი „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის“ (ECR) პროექტშიც, სადაც პირდაპირაა მოთხოვნილი საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.

მოგიწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, მზია ამაღლობელის და სხვა დაკავებული ოპოზიციური ფიგურების, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ;

ევროკავშირმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ფინანსური მხარდაჭერისგან, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნების“ „აპარატჩიკებისთვის“.

მოვუწოდებთ საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და ოპოზიციის დევნისთვის პასუხისმგებელი პირების მიმართ;





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი: ქართულ მხარეს არ უთხოვია, რომ ევროპარლამენტში მათზე მესაუბრა
თიბისის მხარდაჭერით „ევროპის გოგოების ინფორმატიკის ოლიმპიადაზე“ შესარჩევი ტურის რეგისტრაცია დაიწყო
IDF: დარტყმები მივიტანეთ ირანის იმ ბირთვულ ობიექტზე, სადაც რაკეტების წარმოება ხდებოდა
შსს-მ პარლამენტის წინ არსებულ კარვებში ცეცხლის გაჩენაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics