|
2026-03-12 12:40:55, 3105 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს კვლავ საბჭოთა კავშირს ადარებს
გუშინ რაც მოვისმინე, შინაარსითაც და ესთეტიკითაც იყო გამეორება საბჭოთა სახალხო დეპუტატთა ყრილობისა. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ. ფაქტობრივად, დასრულებისკენ მიდის ევროპარლამენტის გასაბჭოების პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ქართველებმა უნდა იცოდნენ, რომ ევროპარლამენტი დღეს თავისი ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან. „ვისაც ახსოვს, ინტონაციითაც, ტონალობითაც ალბათ გაახსენდებოდა 1989 წლის მოსკოვში გამართული სახალხო დეპუტატთა ყრილობა 9 აპრილის შემდეგ, სადაც ქართველებს გვლანძღავდნენ, გვთათხავდნენ, თავს გვესხმოდნენ სხვადასხვა მოკავშირე რესპუბლიკებიდან წარმოდგენილი დეპუტატები. ეს ვნახეთ ჩვენ გუშინ. მათ შორის, გვარებსაც რომ ვუყურებთ, საბჭოთა ბანაკის წარმომადგენლები, საბჭოთა ნომენკლატურის წევრები, ქალბატონი იუკნევიჩიენე, რომელიც ამავე დროს ქართველების მიმართ ფაშისტური განცხადებებით გამოირჩევა, შეგახსენებთ, იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიც არის „ინფექცია“, „ხალხის ბრალია“. ეს არის ჩვეულებრივი ფაშისტური ტერმინოლოგია, რომელსაც ის იყენებს ქართველების მიმართ. შეგახსენებთ, რომ 4 ოქტომბერს ძალადობრივ დამხობას აგულიანებდა და მხარს უჭერდა ქალბატონი იუკნევიჩიენე, ასევე, სხვა მსგავსი მოძმე ბალტიელი ქვეყნებიდან წარმოდგენილი დეპუტატები. ეს არის, რაც მივიღეთ. ჩვენ გვინდოდა ბრიუსელი, რომელიც ეფუძნება ღირებულებებს, მივიღეთ საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობა, რომელიც სულ უფრო მეტად და მეტად მიდის საბჭოთა კავშირის ისტორიაში უკანაც. ჯერჯერობით ეს არის სადღაც 1989 წლის პერიოდი, როდესაც გორბაჩოვის „პერესტროიკაა“, ჯერ „პერესტროიკის“ დონეზე არიან, მაგრამ ტენდენცია იქით არის, რომ სულ უკან უკან წავლენ, ბრეჟნევისკენ, სავარაუდოდ. ასე რომ, ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, რომ ევროპარლამენტი დღეს თავისი ესთეტიკით, შინაარსით, ღირებულებებით სულ უფრო ახლოს არის საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა. ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ. „რაც შეეხება მეორე საკითხს, ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებულს, ამას ეყრდნობა, მათ შორის, ის დასკვნები, რაც მოგახსენეთ სახალხო დეპუტატთა ყრილობასთან დაკავშირებით. სამარცხვინოა, როდესაც მოძალადეს ეძღვნება დებატები და მოძალადის გაგმირებას ცდილობენ. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია არის ის ადამიანი, რომელიც თავად აღიარებდა და არა მხოლოდ აღიარებდა, არამედ მის ოფისში აღმოჩნდა „მოლოტოვის კოქტეილები“, მაშხალები და ძალადობის სხვა საშუალებები. მან აღიარა, რომ კი, ის ყიდულობს ამ მაშხალებს, ის არიგებს მაშხალებს, რომლითაც წვავდნენ საქართველოს პარლამენტის შენობას, პოლიციელებს და დამიზნებით ესროდნენ პოლიციელებს, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“. ამ ყველაფრის უკან რომ იდგა, ის ყიდულობდა, აღიარებული აქვს. ამ მოძალადეს უძღვნიან დღეს რეზოლუციას. ეს აჩვენებს, რომ ამ თავყრილობას დაკარგული აქვს საერთოდ ღირებულებითი ხაზი, რომელიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ დემოკრატიულ ინსტიტუტს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
NYT: OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის აგენტებმა აშშ-ის მთავრობის ვებსაიტებს კომპანიას ინფორმირების გარეშე შეუტიეს
ტრამპმა გამოაქვეყნა ჰორმუზის სრუტის რუკა, რომელსაც „ტრამპის სრუტე“ უწოდა
სენატორთა ჯგუფმა ტრამპს მოუწოდა, გააუქმოს პუტინის მოწვევა G20-ის სამიტზე
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)