|
2026-03-09 16:03:05, 2626 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: შესაძლოა ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის სარჩელში პარტიების დასახელებების ცვლილება ან დამატება
"ოცნების" პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე, შესაძლოა, საჭირო გახდეს ზოგიერთი პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელში პარტიების დასახელებების ცვლილება ან დამატება. კობახიძის თქმით, ოპოზიციური ალიანსში შემავალი ფიგურანტები 2012 წლამდეც და 2012 წლის შემდეგაც დაკავშირებული იყვნენ და არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ან "რადიკალურ ოპოზიციასთან". „დაგვჭირდება პარტიების დასახელებების შეცვლა, გამომდინარე ახალი კონფიგურაციიდან, რომელიც არის ჩამოყალიბებული. შეიძლება, მათ შორის დაემატოს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთად გამოხატეს საკუთარი პოზიცია პროცესებთან დაკავშირებით, შეიძლება, შეივსოს ეს სია საკონსტიტუციო სარჩელში, შეიძლება, ყველა შესაბამისი პარტიაც მოხვდეს სარჩელში. ამაზე ბუნებრივია, ვიმუშავებთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. რეალურად, ორი პარტია რაც იყო წარდგენილი სარჩელში, არსებითად იმ ორ პარტიას იმეორებს ახალი, ე.წ. ერთობა. „თავისუფლების მოედანიც“ „ნაცმოძრაობის“ წიაღიდან შექმნილი პარტიაა. ყველა აბსოლუტურად, 2012 წლამდე იყო დაკავშირებული „ნაცმოძრაობასთან“ და 2012 წლის შემდეგაც, კონკრეტულად „ნაცმოძრაობასთან“ ან რადიკალურ ოპოზიციასთან არიან დაკავშირებული, თავმჯდომარით დაწყებული და ყველა ლიდერით გაგრძელებული. მათ შორის ლევან ცუცქირიძე. მან მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში თავის დროზე, რაც ცნობილია, ამაზე ბევრი საუბრობს. 2008 წელს მან მონაწილეობა მიიღო არჩევნების გაყალბების პროცესში. ამის მერე მისი საუბრები აბსოლუტურად მოკლებულია დამაჯერებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილია სარჩელი, სადაც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.
21 წლის ბიჭს სამტრედიასთან მატარებელი დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა
კაცმა დუშეთის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით ორი პირი დაჭრა, იგი დააკავეს
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას ფისკალური წლის ბოლომდე თითქმის 400 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
თეთრმა სახლმა CNN-ს ტრამპის საპრეზიდენტო თვითმფრინავში ასვლა აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)