|
2026-03-09 14:18:11, 3234 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი: პაატა ალავერდაშვილს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან
პაატა ალავერდაშვილს, რომელიც წუხელ რუსთაველის აქციიდან მომავალი დააკავეს, პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფას ედავებიან. ამის შესახებ ნეტგაზეთს პაატა ალავერდაშვილის ადვოკატმა, თეო ზაქარაშვილმა განუცხადა. ადვოკატის თქმით, იზოლატორის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, პაატა ალავერდაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თუმცა როგორც ადვოკატი ამბობს, სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი არ არის და ეს ინფორმაცია შეიძლება კიდევ შეიცვალოს. ადვოკატის თქმით, დაკავების შემდეგ, პაატა ალავერდაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „საგარეჯოს იზოლატორშია გადაყვანილი. ახლა ვნახე, თავს კარგად გრძნობს, რაიმე დაზიანებები არ აქვს. ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი იყო, როდესაც მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჯერ სასამართლოს შესახებ არაფერი ვიცით. შეიძლება ნებისმიერ მომენტში გადაიყვანონ დღეს 6 საათამდე ან ხვალ 6 საათამდე ან შემდეგ გაათავისუფლონ და სხვა დროს დაიბარონ პროცესზე“, – განაცხადა თეო ზაქარაშვილმა. 8 მარტს რუსთაველის გამზირზე აქციის შემდეგ, აქციიდან მომავალი პროტესტის მონაწილეები, დავით ჩხეიძე და პაატა ალავერდაშვილი, პოლიციამ გააჩერა. ისინი, სავარაუდოდ, ერთად იმყოფებოდნენ დავით ჩხეიძის მანქანაში, სადაც ასევე ისხდნენ დავით ჩხეიძის ოჯახის წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)