|
2026-03-09 14:10:57, 3153 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: შეხვედრა პაპუაშვილთან ძალიან კარგი და გულწრფელი იყო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ხუან პონსო სამპიეტრომ, რომელიც თავის დელეგაციასთან ერთად საქართველოს სტუმრობს, განაცხადა, რომ მისი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან „ძალიან კარგი და გულწრფელი“ იყო. სამპიეტრომ განაცხადა, რომ ორდღიანი ვიზიტის დროს შეხვედრები გაიმართება საქართველოს ხელმძღვანელობასთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და ოპოზიციასთან. „ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან. განვიხილეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგები. ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. ის საინტერესო იყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ჩვენ განვიხილავთ ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხს, შემდეგ კი პრესკონფერენციას გავმართავთ, რადგან მსურს ყველა მოსაზრება და მონაცემი მოვისმინო და შემდეგ ვისაუბროთ“, - აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)