|
2026-03-07 23:11:55, 3535 ნახვა
პოლიტიკა
სანიკიძე - ჩემ შეკითხვებზე ვერ (სუს-მა) მიპასუხეს - ვიდეო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან პოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე გამოიკითხა. გამოკითხვის დასრულებსი შემდეგ სანიკიძემ განაცხადა, რომ სუს-ის ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. "შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით და არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები - მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს" - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, გამოკითხვა გუბაზ სანიკიძის სატელევიზიო ეთერს შეეხებოდა - "ამ ეთერთან დაკავშირებით, სანიკიძემ [სუს-ს] დეტალურად აუხსნა ყველაფერი, რაც იმ ეთერში მოისმინა საზოგადოებამ". "აბსოლუტურად ყველა დასმულ შეკითხვას გაეცა ამომწურავი და დეტალური პასუხი, მათ შორის, იყო ისეთი მნიშვნელობის საკითხები, რაც თვითონ სუს-ს, თუ ნამდვილად აქვს ეროვნული უსაფრთხოების დაცვის ინტერესი, ძალიან გამოადგება". - თქვა ბასილაიამ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, გიორგი კანდელაკი და გივი თარგამაძე 7 მარტს დაიბარა.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)