|
2026-03-06 16:06:35, 3044 ნახვა
პოლიტიკა
ევროკომისიამ დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა, საქართველოს ყველა მოქალაქე - მკაცრად გაკონტროლდება
ევროკომისიამ ქართული დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტებისთვის უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ შეაჩერა. ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღესვე იქნა მიღებული რეკომენდაციები წევრი სახელმწიფოების საკონსულოებისთვის და სასაზღვრო სამსახურისთვის, რათა მათ ეფექტურად უზრუნველყონ უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების განხორციელება. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ეს რეკომენდაციები მოიცავს - ევროკავშირის საზღვრებზე ყველა საქართველოს მოქალაქის მიმართ გაძლიერებულ შემოწმებას. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ევროკავშირში ოფიციალური ან დიპლომატიური მიზნებით მოგზაურობისას აუცილებლად უნდა იქონიონ დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი - წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, მათ მიმართ შესვლის აკრძალვაც დაწესდეს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)