15:20 - 05 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-05 13:24:31, 294 ნახვა

პოლიტიკა
ბუნდესტაგის წევრი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლებისთვის

„საქართველოში ავტორიტარული მმართველები სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც „დემოკრატიის შუქურას“ ერთპარტიულ დიქტატურად აქცევენ და ქვეყნის ევროპულ მომავალს ანადგურებენ“, - წერს ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი სოციალურ ქსელ X-ზე.

ის კომენტარს აკეთებს გრანტების შესახებ კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ 4 თებერვალს მიღებულ ცვლილებებზე და მათ „დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას“ უწოდებს.

„გრანტების შესახებ კანონში ახალი ცვლილებების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა მთავრობის წინასწარ დამტკიცებას ექვემდებარება და ფაქტობრივად ეჭვის თვალით უყურებენ.

უცხოური დაფინანსების მიმღებ პირებს რვა წლის განმავლობაში აეკრძალებათ რომელიმე პოლიტიკურ პარტიაში ან მოძრაობაში გაწევრიანება, რითაც ისინი პოლიტიკური კონკურენციიდან გამოირიცხებიან. ახალი სისხლის სამართლის დანაშაული - „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ექსტრემიზმი“ - იმდენად ბუნდოვნად არის განსაზღვრული, რომ „ქართული ოცნების“ პარტიის ლეგიტიმური კრიტიკაც კი შეიძლება მის ქვეშ მოექცეს.“ „დღეს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები წარმოადგენს კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე. გარდა ამისა, საქართველოში 100-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო, მათ შორის ისეთი ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, ასევე წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსები. „ქართული ოცნება“ სისტემატურად ცდილობს ქვეყანაში თავისი კრიტიკოსების დაშინებას, დაპატიმრებას და გაჩუმებას.

მოვიწოდებ საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებს ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და თავისი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის“, - განაცხადა გერმანელმა პარლამენტის წევრმა.








ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგაზაფხულო SOLO შეთავაზებები - მიიღეთ ქეშბექი პარტნიორ ობიექტებში
NGO-ების ნაწილი 7 მარტს, 19:00 საათზე საპროტესტო მარშს გამართავს
კალასი: კანონების მიღება სამწუხაროა, აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი გზით
მედია: რუსებმა შავ ზღვაში სამოქალაქო გემს დაარტყეს, არიან დაშავებულები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი