16:28 - 04 Mar, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 14:50:09, 218 ნახვა

პოლიტიკა
მორგოშიამ თქვა, რომ ფარცხალაძეს ალტ-ინფოს ტელევიზიის 50%-იანი წილის ყიდვა სურდა

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენება მისცა პრორუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს ლიდერმა კონსტანტინე (კოკა) მორგოშიამ.

მან ისაუბრა ბიძნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობამდე მის გარშემო შექმნილ გარემოებებზე, ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე, მათ შორის საქართველოს ყოფილ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან, რომელიც გამოძიების თანახმად, ამ მკვლელობის შემკვეთი და ხელმძღვანელი იყო.

კოკა მორგოშიამ დეტალურად მოჰყვა, თუ რა გადაკვეთა შეიძლება ჰქონოდათ ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს.

გარდა ამისა, მან ისაუბრა მასსა და ოთარ ფარცხალაძეს შორის არსებულ ურთიერთობაზე - ჩვენებისას კოკა მორგოშიამ აღნიშნა, რომ ოთარ ფარცხალაძეს სურდა მისი პარტიის ტელევიზიის 50%-იანი წილის შესყიდვა, თუმცა უარით გაისტუმრა, რის გამოც მასთან კონფლიქტი ჰქონდა. 

მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძესთან მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია, ჰქონდა - საქმიანი ურთიერთობა, თქვა, რომ 2013 წელს, როდესაც ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი იყო, საერთოდ არ იცნობდა.

რაც შეეხება ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს შორის ურთიერთობას, კოკა მორგოშიამ თქვა, რომ  ლევან ჯანგველაძეს "რუსეთის ფედერაცია პოლიტიკურ აქტიურობას სთავაზობდა", თუმცა ის უარზე იყო. მისივე ჩვენებით, ლევან ჯანგველაძეს "მისდიოდა ინფორმაცია", რომ იმის გამო, რომ მას პოლიტიკურ ველზე გამოსვლას სთავაზობდნენ, ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს "შფოთვები ჰქონდა".

მან ასევე თქვა, რომ ლევან ჯანგველაძესა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი იყო ბიზნესინტერესები, კერძოდ, ისაუბრა სიგარეტის ბიზნესზე.  

მან ასევე თქვა, რომ ოთარ ფარცხალაძესა და ლევან ჯანგველაძეს შორის სიტუაცია ეტაპობრივად იძაბებოდა. 

"თბილისის, ასე ვთქვათ, ქუჩა ჩაბარებული ჰქონდა ოთარ ფარცხალაძეს, ეს ხომ ჩემგან არ იცით, არა? ყველამ იცის. შესაბამისად, ქუჩის სინდიკატი ვინც იყო, ყველანი იყვნენ ან გაგდებული ქვეყნიდან, ან არავის აკარებდნენ თბილისს და ფარცხალაძის გარეშე ქალაქში არაფერი ხდებოდა. ლევანი იყო პრობლემა, თავისთავად ცხადია, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი იყო, ვისაც შეეძლო ქალაქში ჩამოსვლა და რაღაცის მოკითხვა და დანარჩენი, ვინც იყო, ან ყველა დაიჭირა, ან ყველა ჩასვა და ან ქვეყნიდან გააძევა - საბაჟოც ფარცხალაძე იყო, პროკურატურაც, პოლიციაც და ყველაფერი", - თქვა ოთარ ფარცხალაძემ სხდომაზე.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
IDF: თეირანის თავზე რუსული წარმოების ირანული გამანადგურებელი თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ
ირანმა რუსეთისგან სახის ამოცნობის ტექნოლოგია შეიძინა რეჟიმის ოპონენტების დასაჭერად
ისრაელი ირანის უსაფრთხოების ძალების წინააღმდეგ დარტყმებზე ფოკუსირდება პოტენციური აჯანყების ხელშესაწყობად -The Wall Street Journal
წყალქვეშა ნავმა შრი-ლანკასთან ირანული ფრეგატი ჩაძირა -Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი