|
2026-03-04 13:07:59, 218 ნახვა
ეკონომიკა
2025 წელს შემოწმებული მანქანების მეოთხედმა ტექინსპექტირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
2025 წელს ტექნიკური ინსპექტირება ჩაუტარდა 1 337 777 სატრანსპორტო საშუალებას. მათგან 997 161-მა დააკმაყოფილა ტექინსპექტირების მოთხოვნები, ხოლო 340 616-მა ვერ დააკმაყოფილა. გამოდის, რომ შემოწმებული მანქანების დაახლოებით მეოთხედმა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შესაბამისი მონაცემები საქსტატმა აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 914 908-ს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ 2025 წელს ავტოპარკის დაახლოებით 30% ტექინსპექტირებაზე არ გასულა. თუმცა, 2025 წლის მონაცემები რომ 2024 წელს შევადაროთ, ვნახავთ, რომ ტექინსპექტირებაზე გასული მანქანების რაოდენობა დაახლოებით 200 000-ით გაზრდილია. კერძოდ, 2024 წელს, ინსპექტირებაზე გავიდა 1 146 969-მა ავტოსატრანსპორტო საშუალება. მათგან მოთხოვნები დააკმაყოფილა 907 767-მა მანქანამ, ხოლო ვერ დააკმაყოფილა - 239 202-მა. ბოლო წლებში ტექინსპექტირებაზე გამოცხადებული მანქანების რაოდენობა ძირითადად მზარდია. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წლიდან წლამდე ავტოპარკის რაოდენობაც მზარდია. ტექინსპექტირებაზე გასული ავტომობილების რაოდენობა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში:
ცნობისთვის, საქართველოში ტექინსპექტირების გავლა სავალდებულო დაახლოებით რვა წლის წინ გახდა. ამ წლების განმავლობაში მთავარ გამოწვევად კერძო სექტორის მხრიდან კანონის აღსრულება სახელდებოდა, რადგან არასათანადო რეგულირების პირობებში ინსპექტირების ცენტრებში ნაკლები იყო მიმართვიანობა. ბოლო პერიოდში შეიცვალა ის, რომ გამკაცრდა გზებზე აღსრულება, ე.წ ლოიალური ინსპექტორების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, დაიწყო თავად ინსპექტირების ცენტრების მონიტორინგი და სანქცირება. ამჟამად ბიზნესი ამბობს, რომ აღსრულების გამკაცრებასთან ერთად, ცენტრებში იზრდება მიმართვიანობაც. თუმცა ბიზნესი ახლა მთავარ გამოწვევად რეფორმის დაწყებიდან დღემდე უცვლელ პირველადი ინსპექტირების საფასურს მიიჩნევენ, რაც გაზრდილი ხარჯების პირობებში ცენტრებს მძიმე ტვირთად აწევს. დღეს მოქმედი ტარიფი, მსუბუქი ავტომობილების შემთხვევაში 60 ლარია, ელექტრომობილის შემთხვევაში - 48 ლარი, სატვირთოს შემთხვევაში კი 100 ლარი. თუ ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე დახარვეზდა, მას ეძლევა 30 დღე იმისთვის, რომ გამოასწოროს ხარვეზი და ხელმეორედ გაიაროს ინსპექტირება. განმეორებითი ტექინსპექტირების საფასური 20 ლარია მსუბუქი და N1 კატეგორიის სატვირთოების შემთხვევაში, ხოლო განმეორებითი ინსპექტირების საფასური, N2, N3 სატვირთოს ან სამგზავრო ავტომობილის (M2, M3) შემთხვევაში - 30 ლარი.
ოცნების პარლამენტმა გრანტების კანონში გამკაცრებული ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
პაპუაშვილი: ენმ-ის დანაშაულების კომისიის დასკვნა ინგლისურად ვთარგმნეთ, გადაეცა საელჩოებს
მარჯანიშვილის მეტროსთან არასრულწლოვანმა გოგოებმა იჩხუბეს, დაწყებულია გამოძიება
2025 წელს შემოწმებული მანქანების მეოთხედმა ტექინსპექტირების მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
„ისტორიული განაჩენი“. ირანის ლიდერი ნათესავებთან ერთად საკუთარ რეზიდენციაში ისრაელის საჰაერო ძალების 30 ბომბის შედეგად დაიღუპა
ომის კიდევ ერთი წელი თუ მშვიდობის შანსი? როგორ აღნიშნავს უკრაინა რუსული შეჭრის მეოთხე წლისთავს
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთს 2027 წლისთვის ოდესასა და დნეპრის დაკავება სურს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინა დაბომბეს, ხარკოვში 14 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 7 წლის ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)