|
2026-03-01 21:20:38, 1786 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპი: ირანელებს საუბარი სურთ და მე დავთანხმდი, მათთან ვისაუბრებ
აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმებიდან ერთი დღის შემდეგ, რის ფარგლებშიც მოკლულია აიათოლა ალი ხამენეიც - პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა The Atlantic-ს უთხრა, რომ ირანის ახალ ხელმძღვანელობას მასთან მოლაპარაკება სურს, რაზეც ის თანახმაა. "მათ საუბარი უნდათ და მე დავთანხმდი საუბარს, ასე რომ მათთან ვისაუბრებ. ეს ადრე უნდა გაეკეთებინათ. უფრო ადრე უნდა შეეთავაზებინათ ის, რაც ძალიან პრაქტიკული და მარტივი გასაკეთებელი იყო. ძალიან დააგვიანეს", - უთხრა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარში The Atlantic-ს. კითხვას, დღეს გაიმართება თუ არა მასსა და ირანის ახალ ხელმძღვანელობას შორის დიალოგი, დონალდ ტრამპმა უპასუხა: "ამის თქმა არ შემიძლია". მან ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთი ირანელი მაღალჩინოსანი, რომელიც ბოლო კვირების მოლაპარაკებებში იყო ჩართული, უკვე აღარ არის ცოცხალი. "ამ ადამიანების უმეტესობა აღარ არის. ზოგიერთი მათგანი, ვისთანაც საქმე გვქონდა, აღარ არის, იმიტომ რომ ეს დიდი - ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო", - თქვა დონალდ ტრამპმა. 1-ელ მარტს ცნობილი გახდა, რომ აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. გარდა ამისა, მასთან ერთად მოკლულია მისი რამდენიმე ნათესავი. ასევე, ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ირანის თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი დაიღუპნენ. ასევე, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის ტერიტორიაზე განხორციელებული იერიშების შედეგად, დაიღუპა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის (IRGC) რამდენიმე მაღალი რანგის მეთაური და ისლამური რეჟიმის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები. 28 თებერვალს, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ერთობლივი საჰაერო იერიში მიიტანეს. სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობაა. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანელ ხალხს მოუწოდა, ისარგებლონ მომენტით და "აიღონ კონტროლი საკუთარ მთავრობაზე". ნეთანიაჰუს განცხადებით, მიზანი "აიათოლას რეჟიმის დასრულებაა". თეირანმა რაკეტებით და დრონებით შეუტია ისრაელისა და აშშ-ის ბაზებს რეგიონში. აფეთქებები მოხდა დუბაიში, ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში. თეირანში ქალაქში სამთავრობო კვარტალი გადაკეტილია, მოსახლეობას კი თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)