|
2026-02-23 10:54:08, 328 ნახვა
მსოფლიო
უნგრეთი რუსული ნავთობის გამო, ევროკავშირის მე-20 სანქციების პაკეტს დაბლოკავს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ ორშაბათს განაცხადა, რომ ბუდაპეშტი ორშაბათს დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას, რაც უკრაინის მიერ დრუჟბას ნავთობსადენის სავარაუდო უშედეგო შეკეთების მოტივით იყო მოყვანილი. სიიარტომ ამის შესახებ კვირას სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. უნგრეთმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო ხვალინდელ სხდომაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას გეგმავს. „უნგრეთი ამას დაბლოკავს. სანამ უკრაინა დრუჟბას მილსადენის მეშვეობით უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანზიტს არ განაახლებს, ჩვენ არ დავუშვებთ კიევისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის მიერ დასავლეთ უკრაინის ნავთობის ჰაბზე, ბროდიზე თავდასხმის და დრუჟბას მილსადენის დაზიანების შემდეგ, სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობებმა ერთდროულად გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის. ორივე ქვეყანა აცხადებს, რომ უკრაინა განზრახ არ ახორციელებს მილსადენის შეკეთებას, რადგან არ სურს მათთვის რუსული ნავთობის მიწოდება. ერთი დღით ადრე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა, თუ ნავთობის ტრანზიტი „დრუჟბას“ მილსადენით არ აღდგება. უნგრეთმა ასევე გამოაცხადა უკრაინისთვის დიზელის საწვავის მიწოდების შეწყვეტის შესახებ და უკრაინისთვის ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი დაბლოკა.
კალასი: რუსეთი არ ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს საქართველოდან და მოლდოვიდან ჯარების გაყვანის შესახებ
დააკავეს სამი პოლიციელი რომლებიც მოქალაქეებს განყოფილებაში სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
უკვე ოფიციალურად: ნიდერლანდებს 38 წლის წლის ღია გეი პრემიერ მინისტრი რობ იეტენი ჰყავს
|
რედაქტორის რჩევით
განათლების ე.წ რეფორმა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხება
ზურგს უკან ხელშეკრული დემონსტრანტების ცემა - წამების კომიტეტი ოცნებას უმტკიცებს, რომ მწამებელი რეჟიმია
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაში კიდევ ერთ ამერიკულ კომპანიას დაარტყა
The Guardian: პუტინს ომამდე დაჰპირდნენ, რომ უკრაინელების 90% რუსეთის შეჭრას მხარს დაუჭერდა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)