|
2026-02-21 18:06:48, 1156 ნახვა
პოლიტიკა
თამაზაშვილი კვარაცხელიას საქმეზე: დანაშაულის ჩაფარცხვაზე საუბარი არასერიოზულია
აჭარაში ქართული ოცნების მთავრობის თავმჯდომარე წყნეთის პოლიციის ყოფილი უფროსის წერილს ეხმაურება, რომელიც დიმიტრი ქვაჭრელიშვილმა შაბათის ფორმულას ციხიდან გამოუგზავნა. ამჟამად პატიმრობაში მყოფი ყოფილი პოლიციელი ამბობს, რომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისათვის გასამართლებული პირების დაკავების და განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, ადგილზე სულხან თამაზაშვილი მივიდა, რომელმაც მალევე, დიდი ალბათობით, ოთარ რომანოვ ფარცხალაძეს დაურეკა. აჭარაში ქართული ოცნების მთავრობის თავმჯდომარე დიმითრი ქვაჭრელიშვილს ცრუ მოწმეს უწოდებს და ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს ყოფილ გენერალურ პროკურორს, რომელზეც ამჟამად ძებნაა გამოცხადებული. "ჩვენებაში არის საუბარი, რომ მე ვესაუბრე ოთარ ფარცხალაძეს. სრული პასუხისმგებლობით მინდა, დავაფიქსირო, რომ მე ამ ადამიანს არ ვიცნობ, მეტიც - არასდროს არ შევხვედრივარ, შესაბამისად, არასდროს მქონია მასთან კომუნიკაცია - არც სატელეფონო და არც პირადი. ამ ჩვენების და ცრუ მოწმის მიმართ მაქვს ამბივალენტური დამოკიდებულება. მე მახსოვს, ეს ადამიანი იყო წყნეთის პოლიციის უფროსი. ის სამწუხაროდ, დააკავეს ქრთამის აღებისა და უფლება-მოსილების გადამეტების ფაქტზე. ერთი მხრივ, მის მიმართ მხოლოდ სიბრალულის ემოცია მაქვს, ხოლო მეორე მხრივ, ეს ცრუ ჩვენება გარდაცვლილის დედის მდგომარეობას ალბათ უფრო დაამძიმებდა, რასაც რეალურად განვიცდი", - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა. მან ასევე ისაუბრა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე გამოძიების პროცესზე და თქვა, რომ დანაშაული მყისიერად გაიხსნა და თქვა, რომ საქმის ჩაფარცხვაზე საუბარი - "არასერიოზულია". "ეს იყო ძალიან შემზარავი, მძიმე ფაქტი, თუმცა, დანაშაული მყისიერად გაიხსნა. დანაშაულის ჩამდენი პირები დანაშაულის ჩადენის დღესვე იყვნენ იდენტიფიცირებულები, მოგვიანებით ისინი დაუსწრებლად მიეცნენ პასუხისგებაში და დაახლოებით 1 თვის შემდეგ ისინი უკვე ძებნილის სტატუსით იყვნენ დაკავებულები. ადვოკატმა მათ დუმილის უფლება გამოაყენებინა, შესაბამისად, გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს. თუმცა, გამოძიება აქტიურად მუშაობდა დანაშაულის ორგანიზატორების გამოვლენის და მხილების მიზნით და შესაბამისი მტკიცებულებები იმ ეტაპზეც იყო. ის პირები, ვისაც ამ დანაშაულის ჩადენის ორგანიზებისთვის წარედგინათ ბრალი, ჩემს მიერ ქალაქის პოლიციის ხელმძღვანელობის პერიოდში სხვა დანაშაულის ჩადენისთვის იყვნენ დაკავებულები - მკვლელობიდან დაახლოებით 7-8 თვის შემდეგ. აქედან გამომდინარე, დანაშაულის ჩაფარცხვაზე და მათთვის დახმარებაზე საუბარი მგონი, არასერიოზულია და მიმაჩნია, რომ ეს საკითხი ამოწურულია", - თქვა სულხან თამაზაშვილმა.
ზელენსკიმ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ დაწესება მოსთხოვა
მაჭავარიანი – „ენჯეოებმა“ სააკაშვილისგან იგრძნეს ბულინგი, წნეხს ვერ გაუძლეს და შეიყვანეს სიაში
მიხეილ სააკაშვილი – „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად, დიდი მადლობა, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს
გერმანიაში დაზიანებული სადენების გამო, დიდ ქალაქებს შორის რკინიგზის მოძრაობა შეფერხდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)