|
2026-02-20 17:52:34, 1748 ნახვა
საზოგადოება
დარეგისტრირდი CODE IT-ზე - შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს
საქართველოს ბანკის, ICT ასოციაციის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით შექმნილი პროექტი Code IT ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. ამისათვის, პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 22 თებერვლამდე უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე. სასწავლო კურსი პროგრამირებით დაინტერესებული 14-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. მონაწილეების შერჩევა მათ მიერ შესრულებული დავალებისა და გასაუბრების შედეგად მოხდება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, სწავლა სრულად არის დაფინანსებული საქართველოს ბანკის მიერ. პროექტის განმავლობაში, შეხვედრები საქართველოს 9 ტექნოპარკსა (თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, სენაკი, ოზურგეთი, კასპი, გურჯაანი, ახმეტა, თელავი) და 6 დამატებით ლოკაციაზე (მესტია, გორი, საგარეჯო, პანკისი, რუსთავი, ფოთი) ტარდება. პროგრამა ინტერაქციული სწავლების მეთოდით მიმდინარეობს - მოსწავლეები მუშაობენ პრაქტიკულ დავალებებზე, კურსის დასრულების შემდეგ კი ქმნიან ფინალურ პროექტს, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, შეადგინონ პროფესიული პორტფოლიო. Code IT-ის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ესწრებიან ვებინარებს, სადაც აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ რჩევები და გაიარონ კონსულტაციები კარიერული განვითარების მიმართულებით. სატრენინგო მოდული 3 მიმართულებას აერთიანებს:
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები მიიღებენ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, გააგრძელონ სწავლა მომდევნო მოდულებზე. საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და ახალი აღმოჩენების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)