19:16 - 25 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 11:56:45, 1071 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გავრცელებული მიერ ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ დააკავეს.

შსს-ს თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. მათი თქმით, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაითანხმა, მსგავსი შინაარსის ფოტო მისთვისაც გაეგზავნა. ასევე, გოგონას სქესობრივ კავშირსაც სთავაზობდა.

შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

"ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics