|
2026-02-16 13:58:00, 632 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: საბოტაჟს და ექსტრემიზმს უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა
ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ " საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე", რასაც მისივე თქმით, კანონმდებლობა უნდა დაუპირისპირდეს. მან ქართული ოცნების მიერ დღეს წარდგენილ მორიგ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, "კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება" სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. "2020 წელს მაგალითად, აცხადებდნენ, თითქოს არჩევნები იყო გაყალბებული და შემდეგ "გაყალბებულ პარლამენტში" მთელი ოპოზიცია ერთად შელაგდა, როდესაც ხელი მოეწერა ე.წ. მიშელის შეთანხმებას. აღმოჩნდა, თურმე არ ყოფილა არჩევნები გაყალბებული და არც პარლამენტი ყოფილა ყალბი. იგივე ხდება მაგალითად 2024 წლის შემთხვევაშიც, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, არავითარი მტკიცებულება არ არსებობს. ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და არჩევნები შედგა. ეუთო/ოდირმა არჩევნების შემდეგ ისაუბრა შემდგარ ინსტიტუტებზე, შემდგარ პარლამენტზე, ძალიან მკაფიოდ იყო ეს მათი მხრიდან ნათქვამი. არ იყო არავითარი დარღვევა, არჩევნები ჩატარდა ლეგიტიმურად, როდესაც არავითარი მტკიცებულება არ გაქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით და მაინც აგრძელებ საბოტაჟს და როდესაც მაინც აგრძელებ ექსტრემიზმს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ, ამას უნდა დაუპირისპირდეს კანონმდებლობა. რუსეთის ფედერაცია და ოთხი სხვა ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე და საქართველოში არიან ექსტრემისტული ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე, ჩვენ ვუპირისპირდებით ერთსაც და მეორესაც. ერთ შემთხვევაში ვუპირისპირდებით ოკუპაციის შესახებ კანონით და მეორე შემთხვევაში, ვუპირისპირდებით ექსტრემიზმის შესახებ ჩანაწერით სისხლის სამართლის კოდექსში", - თქვა მან. *** ქართულმა ოცნებამ დღეს მორიგი შეზღუდვები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, შემოაქვს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც "საჯაროდ არ აღიარებენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას" და სხვებსაც მოუწოდებენ ამისკენ. ქართული ოცნების პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ცნობილი გახდა, რომ "საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება" ემატება სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულის ჩადენის თანმდევ "დამამძიმებელ გარემოებებს" - სასჯელის განსაზღვრისას მინიმალურზე 1 წლით მეტი იქნება განსაზღვრული სასჯელის სახე. არჩილ გორდულაძის თანახმად, რომელმაც გამკაცრებული ცვლილებები წარადგინა, "ხელისუფლების სისტემატურად არაღიარებისთვის" 3-წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)