|
2026-02-16 12:41:12, 1019 ნახვა
საზოგადოება
თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი - Hospitality Investment Forum - გაიმართება
წელს პირველად საქართველო სტუმარმასპინძლობის გლობალურ ფორუმს - Hospitality Investment Forum 2026-ს, უმასპინძლებს. ერევანში ჩატარებული ორი მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, კონფერეცია 18 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება. კონფერენციის სტრატეგიული პარტნიორი თიბისია. Hospitality Investment Forum (HIF) მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონს. ფორუმი აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინდუსტრიის გრძელვადიან განვითარებას რეგიონულ და გლობალურ დონეზე. თბილისში დაგეგმილი ღონისძიება ფოკუსირებული იქნება ახალი სასტუმრო პროექტების განვითარებაზე, კურორტებისა და მრავალფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებებზე, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი სტანდარტების დანერგვაზე. ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო ინვესტორებს, დეველოპერებსა და გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლებს. ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიებიც. საქართველოს ტურისტული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ თიბისის კორპორატიული მიმართულების უფროსი ვიცე პრეზიდენტი ნათია სონიშვილი ისაუბრებს. ამავე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტურიზმის სექტორის მაღალი რგოლის წარმომადგენლები. თიბისი აქტიურად უჭერს მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას თბილისსა და რეგიონებში. სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ბანკის პორტფელი ბოლო სამ წელში 22%-ით არის გაზრდილი და 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით კი, თიბისი ხელს უწყობს დარგის განვითარებას: ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ პირდაპირი კავშირები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ რეალური საინვესტიციო შესაძლებლობები.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)