|
2026-02-13 12:48:25, 1033 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
თიბისიმ და დეველოპერულმა კომპანიამ “ბანი 2007” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ბორჯომში Hilton Garden Inn აშენდება. 112-ნომრიანი სასტუმრო ბორჯომის პარკის მიმდებარედ განთავსდება და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას გააერთიანებს, მათ შორის: საკონფერენციო დარბაზებს, გარე აუზს და რამდენიმე რესტორანს. ობიექტი სტუმრებს 2027 წლიდან მიიღებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მილიონს აღემატება, საიდანაც თიბისის დაფინანსება 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანია სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ბიზნეს უნივერსალის პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის თანადაფინანსებითაც სარგებლობს. „ბანი 2007“ 18 წელია თიბისის პარტნიორია. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავი ქონების მენეჯმენტს; Hilton Garden Inn კი, ჯგუფის მეორე ობიექტია სტუმარმასპინძლობის სექტორში. “მოხარული ვარ, რომ თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო გაიხსნება. ეს ნიშნავს რეგიონის ეკონომიკაში ჩადებულ ინვესტიციას, რაც ხელს შეუწყობს სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებასა და ადგილობრივების დასაქმებას. სწორედ ესაა მთავარი პრიორიტეტები, რომლებსაც თიბისი პროექტების დაფინანსებისას ითვალისწინებს. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორს მთელს საქართველოში. სასტუმრობისა და ტურიზმის სექტორში თიბისის პორტფელი 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. ბოლო 3 წლის განმავლობაში კი ბანკმა ინდუსტრიის დაფინანსება 210 მილიონი ლარით, 22%-ით, გაზარდა“,- გიორგი დარჩიაშვილი, თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი. “მსგავსი მასშტაბის პროექტები ჩვენთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის - ეს არის პასუხისმგებლობა ქალაქისა და რეგიონის წინაშე. საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს პროექტით ბორჯომში მდგრად ეკოსისტემას ვქმნით, რომელიც რეალურ სარგებელს მოუტანს ადგილობრივებს. მშენებლობის პროცესში ჩართული იქნება რამდენიმე კომპანია და დასაქმდება არანაკლებ 80 ადამიანი, ექსპლოატაციის შემდეგ კი დაახლოებით 100 ადგილობრივი მიიღებს სტაბილურ სამუშაო ადგილს. განსაკუთრებულად გვიხარია თიბისისთან პარტნიორობა - ბანკთან, რომელიც რეგიონების გრძელვადიან განვითარებას აქტიურად უჭერს მხარს; პროექტი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებშიც მიიღებს დაფინასებას, რაც დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია კომპანიის გრძელვადიანი ფინანსური სტაბილურობისთვის“,- ვაკო საღირაშვილი, პროექტის აღამასრულებელი მენეჯერი „Hilton Garden Inn-ის პროექტის განხორციელება ბორჯომში წარმოადგენს მნიშვნელოვან ინვესტიციას ქვეყნის ტურიზმისა და რეგიონული ეკონომიკის განვითარებისთვის და მოხარული ვართ, რომ სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სესხის პროცენტის სუბსიდირების მექანიზმით თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტში“ - კომპანია სარგებლობს სააგენტოს პროგრამით „ბიზნეს უნივერსალი“. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდების შემოსვლა ქვეყანაში ზრდის საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას, ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი ბიზნესების გააქტიურებას“, - მიხეილ ხიდურელი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)