02:39 - 12 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 23:05:29, 281 ნახვა

პოლიტიკა
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა

ხორვატიის პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი, სანია მუსიჩ მილანოვიჩთან და მის დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ჩამოვიდა.

ხორვატიის პრეზიდენტს ორბელიანის სასახლეში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი დახვდება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მილანოვიჩს აეროპორტში დახვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მეექვსე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე.

13 თებერვლის ჩათვლით, ხორვატი პოლიტიკოსი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.

პრეზიდენტი მილანოვიჩი მეორე ვადით 2025 წლის იანვარში ხელახლა აირჩიეს. მას რუსეთთან დაკავშირებით ორაზროვანი პოზიციის მქონე ადამიანის რეპუტაცია აქვს. ზორან მილანოვიჩმა ოფიციალურად დაგმო რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ აკრიტიკებს კიევს.

მილანოვიჩმა კიევი გააკრიტიკა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდეც კი. 2022 წლის იანვარში მან ქვეყანას „მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული“ უწოდა და მზარდი ესკალაცია, რომელიც მოგვიანებით რუსეთის შეჭრით დაგვირგვინდა, რაც „რუსეთის დერეფანში ხდებოდა“. მილანოვიჩმა გააკრიტიკა ევროკავშირის მიერ კიევისთვის სამხედრო დახმარება და მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

2022 წლის სექტემბერში ხორვატიის პრეზიდენტმა ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინის მიმართ სულელურად და მისი წევრი სახელმწიფოების ინტერესებში შეუსაბამოდ შეაფასა. მან დასძინა, რომ დასავლეთმა რვა წლის განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინის მინსკის შეთანხმებების დაცვა.

ხორვატიის პრეზიდენტი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს „უაზროდ“ და „აბსურდულად“ მიიჩნევს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხორვატიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა
რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბაჩო ბულისკირია ემსხვერპლა
კალაძე - 2008 წელს ბერლუსკონიმ პუტინს ჩემი თანდასწრებით დაურეკა, მალევე ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას.
სასამართლომ გიგი ავალიანის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი