20:41 - 06 Feb, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-06 17:05:32, 319 ნახვა

საზოგადოება
სტუ-ს საბჭო მხარს უჭერს კობახიძის განათლების რეფორმას, არ ეთანხმება თსუ-სთან შერწყმას

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აკადემიური საბჭოს დადგენილებას აქვეყნებს, რომელსაც 36 მომცრე და 0 მოწინააღმდეგე ჰყავს.

სტუ-ს დადგენილებით, მხარს უჭერენ ივანიშვილის მთავრობის მიერ გამოცხადებულ უმაღლესი განათლების რეფორებს, თუმცა, არ ეთანხმებიან "უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას", მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეთან შესაძლო შერწყმას.

"1. უპირველეს ყოვლისა, სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ ცალსახად მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებულ უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ რეფორმებს და ადასტურებს მზაობას ამ მეტად საშურ და გადაუდებელ საქმეში მონაწილეობის შესახებ კონსტიტუციური პრინციპების ერთგულებისა და აკადემიური თავისუფლების ფარგლებში;

2. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო არ ეთანხმება უნივერსიტეტის ავტონომიის ნებისმიერი ფორმით შეზღუდვას, მათ შორის - უნივერსიტეტის ნების უგულებელყოფით სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შესაძლო შერწყმას;

3. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო აცხადებს, რომ უნივერსიტეტის მართვის ორგანოების - აკადემიური საბჭოს, წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის), უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, ფაკულტეტების საბჭოების, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო საბჭოებისა და რექტორატის მონაწილეობის გარეშე განხორციელებული ნებისმიერი რეორგანიზაცია (შერწყმა), წარმოადგენს უნივერსიტეტის ავტონომიურობის პრინციპის შეზღუდვას, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით;

4. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო სთხოვს საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, შეაჩეროს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებთან დაკავშირებული (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაციის კუთხით) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღებისა და გამოცემის პროცესი, ვიდრე არ განხორციელდება საჭიროებების საფუძვლიანი კვლევა, არ შედგება რეალური და შინაარსობრივი განხილვა საუნივერსიტეტო საზოგადოების ფარგლებში და არ იქნება მიღებული უნივერსიტეტის მართვის კოლეგიური ორგანოების თანხმობა;

5. სსიპ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოებათა სახელით კიდევ ერთხელ ადასტურებს და გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ ფორმატში საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფციის საფუძველზე შესაბამისი რეფორმების გასატარებლად გადასადგმელი ნაბიჯების, მათ შორის უნივერსიტეტის რეორგანიზაციის საკითხების დეტალურ განხილვაში, რომლის მიზანი იქნება საქართველოში უკვე არსებული მძლავრი საინჟინრო სკოლის შემდგომი გაძლიერება;

6. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო იზიარებს უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონცეფციის სულისკვეთებას და იტოვებს იმედს, რომ საქართველოს მთავრობაც გაიზიარებს 104 წლის ისტორიის მქონე უნივერსიტეტის მრავალათასიანი აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული, დამხმარე პერსონალის და სტუდენტების თხოვნას". - ნათქვამია დადგენილებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
tv იმედის 50 % წილის მფლობელი ილია მიქელაიშვილი გახდა, პროპაგანდისტული ონლაინ მედიის დირექტორი
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტი მოიცავს ენერგეტიკას, ფინანსურ მომსახურებას და ვაჭრობას
სომხურმა მხარემ დაადასტურა სტამბოლი-ერევნის მიმართულებით რეისების 2026 წლის მარტიდან დაწყება
საქართველოში 20-22 თებერვალს დაგეგმილი ჯგუფ Anacondaz-ის კონცერტი გაუქმებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი