|
2026-02-06 15:16:44, 278 ნახვა
ისლამაბადის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა
პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 31 ადამიანი დაიღუპა და 169 დაშავდა. ადგილობრივი მედიის თანახმად, აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. ისლამაბადის პოლიციის ინფორმაციით, მომხდარის ნიშნები მიუთითებს, რომ აფეთქება თვითმკვლელმა განახორციელა. ინციდენტის ადგილზე პოლიციისა და სამაშველო სამსახურის 1 122 თანამშრომელი იმყოფება, მიმდინარეობს სამაშველო ოპერაციები. ქვეყნის პრეზიდენტმა, ასიფ ალი ზარდარიმ სამძიმარი გამოუცხადა აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თქვა, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დასჯა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმა შიიტი მუსლიმების მეჩეთში მოხდა. პოლიციის წყაროების ცნობით, შიდა გამოძიების თანახმად, თავდასხმის უკან პაკისტანის თალიბანი ანუ „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანი“ დგას.
სტუ-ს საბჭო მხარს უჭერს კობახიძის განათლების რეფორმას, არ ეთანხმება თსუ-სთან შერწყმას
პაპუაშვილი ოცნების რეჟიმის არაღიარების გამო უცხოელ პოლიტიკოსებს ემუქრება
ხაბეიშვილმა ოპოზიცია და კრიტიკული ტელევიზიები გააკრიტიკა- არაფერი ხდება, თემებს იგონებთ
ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება - საქართველოს ბანკი ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი
|
რედაქტორის რჩევით
ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში საქართველოც მოხვდა. თბილისს 50-ჯერ ახსენებენ
როგორ ხდება უცხოელების საქართველოდან დეპორტაცია?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ოფიციალურად, ბრძოლის ველზე 55 000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა
ზელენსკი იმედოვნებს, რომ ომი დიპლომატიური გზით მომავალ წელს დასრულდება
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)