|
2026-02-04 00:08:50, 253 ნახვა
პოლიტიკა
ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტი 18 თებერვალს საქართველოზე ანგარიშს გამოაქვეყნებს
ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტი 18 თებერვალს საქართველოზე ანგარიშს გამოაქვეყნებს. ინფორმაცია ფორმულას გადაცემისთვის - "ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად" გახდა ცნობილი. გადაცემას ქართული ოცნების იუსტიციის სამინისტროშიც დაუდასტურეს, რომ ანგარიში უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება. 2025 წლის 21-22 იანვარს ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის კომიტეტის (CPT) დელეგაცია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა. განცხადების თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციას შესაძლებლობა მიეცა შეეფასებინა 2024 წლის 29 ნოემბრიდან მიმდინარე დემონსტრაციებთან დაკავშირებით გლდანის №8 პენიტენციურ დაწესებულებაში (თბილისი) პატიმრობაში მყოფი პირების მოპყრობის პირობები. აგრეთვე, დელეგაციამ შეხვედრა გამართა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის (SIS) ხელმძღვანელობასთან, რათა განეხილათ დემონსტრაციების დროს დაკავებული პირების მიმართ პოლიციის არასათანადო მოპყრობის შესახებ შეტყობინებებისა და ბრალდებების გამოძიების პროგრესი. ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დელეგაციამ წარადგინა წინასწარი დაკვირვებები, რომლებიც 2024 წლის 18-29 ნოემბრის პერიოდული ვიზიტისა და მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში იყო მიღებული. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე, ელენე ღუდუშაური.
ჩინეთში კოღოს მიერ გავრცელებული ჩიკუნგუნიას ვირუსით 7000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა
ევროპის საბჭოს წამების აკრძალვის კომიტეტი 18 თებერვალს საქართველოზე ანგარიშს გამოაქვეყნებს
Axios: ირანი აშშ-სთან დაგეგმილი მოლაპარაკებების ადგილის და ფორმატის შეცვლას ითხოვს
თბილისის მსოფლიო თასზე ფარიკაობაში რუსეთის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა
|
რედაქტორის რჩევით
ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში საქართველოც მოხვდა. თბილისს 50-ჯერ ახსენებენ
როგორ ხდება უცხოელების საქართველოდან დეპორტაცია?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინის თბოელექტროსადგურებზე მასობრივი თავდასხმის გამო რუსეთთან მოლაპარაკებებში პოზიციის შეცვლის შესახებ განაცხადა
რუსეთის ჯარებმა კიევზე მასშტაბური შეტევა განახორციელეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)