|
2026-02-01 18:55:43, 1510 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი იქნება – დარახველიძე
ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა არ იქნება კციხის მსგავსი და "ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი" იქნება. "10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვმა თუ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედება და სათანადო პროცესების გავლის შემდეგ, რაც გულისხმობს იმას, რომ შესწავლილი იქნა ამ ბავშვის აღზრდის პირობები, საოჯახო პირობები, მისი სწავლა-განათლება და ა.შ. ანუ თუკი მულტიდისციპლინური გუნდი ხედავს, რომ მისი რეაბილიტაციისთვის და მხარდაჭერისთვის აუცილებელია შესაბამის გარემოში გადაყვანა, სასამართლო კონტროლის გზით, მოხდება ბავშვის მოთავსება აღნიშნულ სახლში, რაც არის უკიდურესი ღონისძიება და გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიების ფარგლებში მასზე ზრუნვა. ინფრასტრუქტურა საერთოდ არ არის ციხის მსგავსი და არის ჩვეულებრივი საოჯახო ტიპის საცხოვრებელი - ასეთ პირობებში ზრუნვა არ არის უკეთესი ბავშვის შემდგომი ცხოვრებისთვის? ჩემი აზრით, და სახელმწიფოს პოლიტიკაც ეს არის, რომ ბავშვებზე ზრუნვა არის ის, რაც მოგვცემს შემდგომ იმის თავდაჯერებას, რომ ასეთი ბავშვები დაცულები იქნებიან იმ მავლე ზეგავლენისგან და ფაქტებისგან, რაც წარსულში ჩაიდინეს". - თქვა დარახველიძემ. ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა 2025 წლის 17 დეკემბერს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონი მიიღო. აქამდე, 14 წლამდე არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველანაირი პასუხიმგებლობისგან თავისუფლები იყვენენ. მიღებული ცვლილებებით, მოზარდები დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურირის მიმართვის შემდეგ, მულტიდისციპლინარული ჯგუფის დასკვნის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში განათავსონ.
საქართველოს ბანკმა საერთაშორისო საბანკო ურთიერთობები Standard Chartered Bank-თან გააფართოვა
26 სექტემბრის ღამიდან 80 000-მდე აბონენტს წყალი 36 საათით შეუწყდება
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თანხის გაფლანგვისთვის მსჯავრდებულებმა ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)