16:34 - 29 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 14:36:23, 254 ნახვა

პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მდივანი გია ბარამიძე, პარტია თავისუფლების მოედნის თავმჯდომარე ლევან ცუცქირიძე და კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა შეხვედრის შესახებ კომენტარები გააკეთეს.

"ვენესუელასთან და სირიასთან შესაძლებელია მუშაობა და აშშ-ის დახმარება, რომ მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება უკან წაიღონ. ამიტომ, შეხვედრაზე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს იყო.

ასევე იყო ზოგადი საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან, ადამიანის უფლებებთან, ზოგადად რა სიტუაციაა, მათ შორის, ცხადია, პირველ რიგში კითხვები ეხებოდა გრანტებთან დაკავშირებით გუშინ დაანონსებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც, ჩემი აზრით, კონგრესიის დელეგაციის ვიზიტს სპეციალურად დაამთხვიეს - და ამან რა პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას პოლიტიკოსებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.

მათ ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, უბრალოდ რაღაც დეტალები იყო, რომლებზეც ჩვენ მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია, იქიდან გამომდინარე, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რაც ხდება". - თქვა ზურა ჯაფარიძემ.

კომენტარი გააკეთა გია ბარამიძემაც.

"ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ ზუსტად ის მოვისმინეთ, რასაც ველოდით, რომ აშშ-ის ორივე პარტია საქართველოს მიმართ ისეა განწყობილი, როგორც უნდა იყოს - რომ მათ კარგად იციან საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, როგორი სახელმწიფო იყო საქართველო აქამდე და ის, დღეს ჩვენს ქვეყანაში რა მდგომარეობაა [...]

"მნიშვნელოვანია, რომ აქ არიან კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლები. თვითონაც აღნიშნეს, რომ საქართველოს მიმართ რესბუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც ერთნაირი მხარდაჭერა და ენთუზიაზმი აქვთ". - თქვა ენმ-ის პოლიტიკურმა მდივანმა.

შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა ლევან ცუცქირიძემ.

"მათ ჩვენი შეხედულებები გავაცანით. მთავარი, რაც აშშ-სგან გვინდა, არის მხარდაჭერა ქართველი ხალხის მიმართ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის, სახელმწიფოებრიობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად [...] ჩვენი სურვილი და გეგმაა, რომ აშშ-სთან ის ურთიერთობა აღდგეს, რაც გვქონდა, მაგრამ ეს ქართული ოცნების პირობებში ვერ მოხდება". - ამბობს ცუცქირიძე.

კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა შეაფასა ბადრი ჯაფარიძემ.

"ჩვენი ამოცანაა, საქართველოსა და აშშ-ს შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. აშშ-ს შეუძლია, ის ნაბიჯები გადადგას, რომელიც შესაბამის პირობებს შექმნის, რომ ის აღდგეს. ეს საქართველოს უსაფრთხოებისა და ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის უმნიშვნელოვანესია. საუბარი სწორედ ამაზე გვქონდა". - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

28 იანვარს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის წევრების ორპარტიული დელეგაცია ჩამოვიდა. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსული დრონის თავდასხმა ზაპოროჟიეს ოლქში: 3 ადამიანი დაიღუპა, 3 დაიჭრა
აშშ-მ და დანიამ გრენლანდიის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები დაიწყეს
სუს-მა კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით 21 პირი პასუხისგებაში მიეცა
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი