13:37 - 29 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-29 12:17:02, 260 ნახვა

ეკონომიკა
დედაქალაქის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და 2 506 978 300 ლარს შეადგენს

თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა იზრდება და საბოლოო ჯამში 2 506 978 300 ლარს შეადგენს, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში შედის, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი ემატება.

„წელს დედაქალაქს აქვს უპრეცედენტო მოცულობის ბიუჯეტი, რომლითაც არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი, თუმცა თავიდანვე ვთქვით, რომ ბიუჯეტის მოცულობა კვლავ გაიზრდებოდა.  მიმდინარე თვეს უკვე განხორციელდა ცვლილება თბილისის საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში და დედაქალაქის 2026 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს დაემატა გასული წლის ნაშთი - 17 მლნ ლარი. ამჯერად, კიდევ ერთი ცვლილება შედის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2025 წლის 23 დეკემბრის დადგენილებაში. კერძოდ, 2026 წლის 1-ელი იანვრისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული გარდამავალი ნაშთისა და 2025 წელს შემოსულობებების გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების - 273 860 100 ლარის გამოყენებისა და მიმდინარე წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების თანახმად, გრანტების ნაწილში, სხვა კაპიტალური გრანტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იზრდება 22 560 000 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 296 420 100 ლარით და სულ შეადგენს 2 506 978 300 ლარს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგ პრიორიტეტებზე: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა - 68 292 800 ლარი; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება - 123 719 200 ლარი; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება - 15 742 500 ლარი; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა - 349 000 ლარი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება - 6 411 300 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 7 847 700 ლარი; განათლება - 51 209 800 ლარი; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა - 18 182 400 ლარი; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება - 3 361 500 ლარი; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები - 1 303 900 ლარი.

დედაქალაქის მერის თქმით, გაგრძელდება დაწყებული პროექტები, მათ შორის ისტორიულ არეალებში - სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და იქ არსებული შენობა-ნაგებობის განახლება.

 

„წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია - 18 მლნ ლარი; დაიწყება ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია - 5 მლნ ლარი; 4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობ/რეაბილიტაცია - 11,4 მლნ ლარი; კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა - 10 მლნ ლარი; მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი; ფილტვის სკრინინგი - 3 მლნ ლარი. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაგეგმილი და თითოეული თბილისელის თანადგომა ამჯერადაც დაგვჭირდება. მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს თან სდევს გარკვეული დისკომფორტი, თუმცა ეს ყველაფერი ქალაქისთვის და აქ მცხოვრებლებისთვის კეთდება. ჩვენი გუნდი 24-საათიან რეჟიმში მუშაობასა და ქალაქისთვის საუკეთესო პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

 

 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესტონეთის საგარეო მინისტრი - ძალიან სამწუხაროა და ცუდი ამბავი რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება
კაია კალასი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ადამიანის უფლებებს და პრესის თავისუფლებას
მარტა კოსი - არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს
გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი