13:30 - 29 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-28 13:36:41, 307 ნახვა

პოლიტიკა
The Hill - ფრონტერას დამფუძნებელი ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში MEGOBARI აქტის წინააღმდეგ ლობირებს

The Hill-ი წერს, რომ სტივ ნიკანდროსმა, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული, 2026 წლის იანვარში წერილი გაუგზავნა სულ მცირე ერთ რესპუბლიკელ კონგრესმენს ხმის „მეგობარი აქტის“ (MEGOBARI Act) წინააღმდეგ მიცემის თხოვნით.

რესპუბლიკელი პარტიის მსხვილი დონორი და ტეხასელი ნავთობინდუსტრიის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ნიკანდროსი აშშ-ის კონგრესში ლობირებს ორპარტიული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში პრორუსი და ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო პასუხისმგებელ ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამის შესახებ იუწყება The Hill, რომელმაც მოიპოვა შესაბამისი წერილი. გამოცემა წყაროების დაცვის მიზნით კანონმდებლის ვინაობას არ ასახელებს.

წერილში ნიკანდროსი აღნიშნავს, რომ მისი კომპანია საქართველოში მომდევნო ორი წლის განმავლობაში 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას გეგმავს. მისი თქმით, MEGOBARI აქტი და თბილისის წინააღმდეგ შესაძლო სანქციები ზიანს მიაყენებს საქართველოში მოქმედ ამერიკულ ბიზნესებს.

MEGOBARI აქტი მიზნად ისახავს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ხარჯების დაკისრებას ძალადობრივი რეპრესიების, დემოკრატიული უკუსვლისა და რუსეთის, ჩინეთისა და ირანის მიმართ დაახლოების გამო.

კანონპროექტი მარტში წარმომადგენელთა პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, თუმცა სენატში მისი წინსვლა რესპუბლიკელმა სენატორმა მარკვეინ მალინმა (ოკლაჰომა) დაბლოკა. ნიკანდროსი მალინის საარჩევნო კამპანიისა და მისი პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის დონორია. თავად მალინმა The Hill-ს განუცხადა, რომ მისი პოზიცია MEGOBARI აქტის მიმართ ნიკანდროსთან კავშირში არ არის.

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს მალინი აქტიურად იცავდა ნიკანდროსის კომპანიას - Frontera Resources-ს - საქართველოს მთავრობასთან არსებულ დავაში. იმ პერიოდში კომპანიამ საქართველოში ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება დააანონსა და ლობირებაზე დაახლოებით 1 მილიონი დოლარი დახარჯა. მოგვიანებით, საქართველოს ხელისუფლებამ Frontera-ს საქმიანობის განახლების უფლება მისცა.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ესტონეთის საგარეო მინისტრი - ძალიან სამწუხაროა და ცუდი ამბავი რაც ქართველ ხალხთან დაკავშირებით ხდება
კაია კალასი - ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში ადამიანის უფლებებს და პრესის თავისუფლებას
მარტა კოსი - არ შემიძლია, მხარი დავუჭირო ხელისუფლებას, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მუშაობს და მოქმედებს
გოგა გულორდავა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი