|
2026-01-27 15:19:17, 258 ნახვა
საზოგადოება
31 იანვრამდე „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში ახალი Cayenne Electric ექსკლუზიურად იქნება წარმოდგენილი
მაღალი შესრულება, იმპულსური დიზაინი და ინოვაციური ტექნოლოგიები - ეს ის მახასიათებლებია, რომლებსაც Porsche-ს ისტორიაში ყველაზე მძლავრი სერიული მოდელი - ახალი, სრულად ელექტრული Porsche Cayenne აერთიანებს. გერმანული ბრენდის ავტომობილი, რომლის გლობალური გაყიდვები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დაიწყება, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმში უკვე ხელმისაწვდომია - მომხმარებლები უახლესი მოდელის ექსკლუზიურად ხილვას 31 იანვრამდე შეძლებენ.
თამარ ხოსროშვილი, „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „მოხარულები ვართ, რომ შესაძლებლობა მოგვეცა, Porsche-ს რიგით მეორე, სრულად ელექტრული SUV Cayenne Electric გაყიდვების ოფიციალურ დაწყებამდე 4 თვით ადრე, ექსკლუზიურად Porsche-ს ქართველ ენთუზიასტებს წარვუდგინოთ. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ საქართველო იმ ქვეყნებს შორის აღმოჩნდა, რომლებმაც მომხმარებლებს უნიკალური შესაძლებლობა მისცეს, ავტომობილი თავად გამოცადონ და მის მახასიათებლებს დეტალურად გაეცნონ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი შოურუმი სპეციალურად ამ მოდელის შესაბამისად იქნება გაფორმებული, რათა ავტომოყვარულებმა ექსკლუზიური გამოცდილება მიიღონ და სრულად შეიგრძნონ Cayenne Electric-ის ხასიათი და ინოვაციურობა“.
ახალი Cayenne უახლესი ტექნოლოგიებითა და დახვეწილი ინტერიერით გამოირჩევა, რომელიც ბრენდის სხვა მოდელებისგან განსხვავდება. აქ Porsche-ს ტრადიციული დნმ ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ეკომეგობრულობას ერწყმის. ავტომობილი Porsche-ს ელექტრომობილების უახლეს არქიტექტურულ ბაზაზეა შექმნილი და სპორტული SUV-ს ბაზარზე ახალ სტანდარტს ამკვიდრებს, როგორც ვიზუალური, ისე კომფორტისა და ტექნიკური მახასიათებლების თვალსაზრისითაც:
ახალი Cayenne Electric არა მხოლოდ სპორტულობასა და ექსკლუზიურობას აერთიანებს, არამედ ხაზს უსვამს Porsche-ს ერთგულებას მდგრადი მობილობისადმი. ახალი მოდელის წინასწარი შეკვეთები საქართველოში უკვე დაწყებულია. მომხმარებლებს კი, რომლებსაც ავტომობილის გაცნობა სურთ, 26-31 იანვარს შესაძლებლობა აქვთ, „პორშე ცენტრი თბილისის“ შოურუმს ეწვიონ. „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც ,,პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.
|
რედაქტორის რჩევით
45 ტროლი, რომელსაც პროპაგანდა BBC-ის წინააღმდეგ იყენებდა
ევროპის წარმატება: რა შეაფასა ტრამპმა არასაკმარისად და როგორ უპირისპირდება ევროკავშირი აშშ-სა და ჩინეთს
ომი უკრაინაში
ოდესაში, ღამით მომხდარი თავდასხმის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, სამი ადამიანი შესაძლოა ნანგრევების ქვეშ იყოს
ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|






ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)