20:24 - 27 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-26 18:14:50, 235 ნახვა

ეკონომიკა
თიბისი კონცეპტი "Winter Jazz Bakuriani 2026" ფესტივალის წარმდგენია

თიბისი კონცეპტი ქვეყანაში კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდამჭერი და უკვე, 15 წელია ჯაზფესტივალების მთავარი წარმდგენია. 

წელს პირველად, 14 და 15 თებერვალს, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ზამთრის ჯაზფესტივალი ბაკურიანში გაიმართება.

ბაკურიანის მთების ზამთრის სცენას, ორი დღის განმავლობაში, თანამედროვე ჯაზის არტისტები და ბენდები დაიკავებენ. "Winter Jazz Bakuriani 2026"-ის სტუმრები მოისმენენ, როგორც ვინტაჟური მელოდიების გრუვსა და თანამედროვე ბრიტანულ სოულ-ფანკს, ასევე ბრას ბენდებს, ელექტრო მუსიკისა და ჯაზის ელემენტების სინთეზსა და სხვა.

14 თებერვალი:

  • Sweet Life Society 
  • Smoove and Turrell
  • Kraak and Smaak 
  • Dennis Rollins 

15 თებერვალი:

  • Kraak and Smaak 
  • Bass Monkeys
  • Swingrowers 

თიბისი კონცეპტის წინასწარი გაყიდვის ფარგლებში, მხოლოდ თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათის მფლობელებს, 26 იანვრის ჩათვლით, შესაძლებლობა აქვთ, ბილეთები 25%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ.

წინასწარი გაყიდვის შემდეგ, თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათებზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება

"Winter Jazz Bakuriani 2026" ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“. ფესტივალს სასტუმრო "კოხტა-ბაკურიანის" ტერასა უმასპინძლებს. 

2011 წლიდან თიბისი კონცეპტი სისტემურად უჭერს მხარს საქართველოში ჯაზფესტივალების სერიას, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თანამედროვე მუსიკის განვითარებასა და საერთაშორისო კულტურული პროცესების გაძლიერებას. სწორედ, თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური მოვლენები შეიქმნა და განვითარდა. მათ შორისაა შავი ზღვის და თბილისის ჯაზფესტივალები, კახეთის ჯაზისა და ღვინის ფესტივალი "Jazz & Wine Kakheti", ასევე ზამთრის ჯაზფესტივალი, რომელმაც, 2024 წელს, გუდაურში აიღო სტარტი და წელს პირველად ბაკურიანის სცენაზე გადაინაცვლა. 

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გამართული "Winter Jazz Bakuriani 2026" კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მუდმივ ჩართულობას კულტურული ცხოვრების გაძლიერებაში და თანამედროვე მუსიკის მხარდაჭერაში.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური სისტემის რუსეთთან ომისთვის მომზადება შესთავაზა
უკრაინამ ტრამპს სამშვიდობო შეთანხმებისთვის ახალი ვადა დაუწესა
მაია სანდუ: რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა
დმანისში ქმარმა ცოლი მოკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი