10:44 - 24 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 19:44:02, 237 ნახვა

ეკონომიკა
BOG-ის პროექტ Creator-ის გამარჯვებული მალე გამოვლინდება - რა უნდა იცოდე?

აქართველოს ბანკმა ქართული YouTube ეკოსისტემისა და კრეატორების გაძლიერების მიზნით, პირველი მასშტაბური ქართული რეალითი შოუ "Creator" შექმნა. 

პროექტის მერვე ეპიზოდში უკვე გამოვლინდნენ პროექტის ფინალისტები, რომლებიც ერთმანეთს საბოლოო დავალების შესრულებაში შეეჯიბრებიან. ეპიზოდის სანახავად გადადით ბმულზე.

Creator-ის ფინალისტები გახდნენ:

მთელი პროექტის განმავლობაში დამწყებ იუთუბერებს აფასებენ, გამოცდილებას უზიარებენ და ახალ დავალებებს აძლევენ უკვე კარგად გამოცდილი და ცნობილი კრეატორები: დათო ალავიძე (ჰიტა), გიორგი მახარაშვილი (საეჭვო კაცი) და ნიკა კაკოიშვილი (კაკო). ამასთან, მუდმივ ჟიურისთან ერთად ყოველ ეპიზოდს ჰყავს მოწვეული სტუმარი, იუთუბერი მენტორი, რომელიც დამწყებ კრეატორებს საკუთარ გამოცდილებასა და რჩევებს უზიარებს და ეხმარება დავალების შესრულებაში.

"საქართველოში კრეატორობის კულტურა ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკშია. ბევრი ტალანტია, მაგრამ ეკოსისტემა სუსტია - ბრენდები ჯერ კიდევ ტრადიციულ მედია მოდელებზე ორიენტირდებიან, შესაბამისად  არ არის სტაბილური მონეტიზაციის პლატფორმები. Creator-ის მეშვეობით პირველად გაჩნდა სივრცე, სადაც დამწყებებს აქვთ შესაძლებლობა, საკუთარ იდეას მისცენ ფორმა, მოისმინონ პროფესიონალების რეალური კრიტიკა და მიიღონ წვდომა განვითარებისთვის საჭირო რესურსებზე". - აღნიშნავს ნიკა კაკოიშვილი (კაკო).

"ხარისხი არ არის აპარატურა/ტექნიკა. ხარისხი ხარ შენ - კრეატორობის კულტურა საქართველოში გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ყოველ წელს გაცილებით მეტი  წარმატებული კრეატორია ვიდრე გასულ წელს. ახალბედა კრეატორისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, ალბათ, გამოცდილების არქონაა. ასეთი პროექტები კი შესაძლებლობაა მონაწილეებისთვის - გახდნენ წარმატებულები. ამ პროექტის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებად სწორედ გამოცდილების გაზიარებას ვხედავ, საწყისი ნაბიჯების საჯაროობას უკუკავშირთან ერთად... ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, როგორ უნდა გახდე იუთუბერი ეგ თავისთავად საინტერესო მოგზაურობაა" - აღნიშნავს დათო ალავიძე (ჰიტა).

"იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურდათ YouTube სივრცეში შემოსვლა, მაგრამ შიში ჰქონდათ და ვერ იწყებდნენ, ვერ დგამდნენ ამ ნაბიჯს, რადგან არ იცოდნენ, რა ხდება ყოველი ვიდეოს უკან - ეს პროექტი მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა, რადგან მისი  მეშვეობით ჰქონდათ შესაძლებლობა, გასცნობოდნენ შიდა სამზარეულოს, ენახათ როგორ უნდა განვითარდნენ და რომ ეს არც თუ ისე რთულია. 8 ადამიანი, რომელიც პროექტის პირველ ეტაპებზე შეირჩა, გახდა ნათელი მაგალითი და ინსპირაცია ამ ხალხისთვის და შეხსენება, რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეოებითაც რომ დაიწყო, გაქვს შესაძლებლობა, მიაღწიო ძალიან დიდ მწვერვალს" - აღნიშნავს მახარა (საეჭვო კაცი).

"საქართველოს ბანკის YouTube გადაცემა Creator-ი, უკვე მერვე ეპიზოდია მაყურებელს საინტერესო გამოწვევებსა და დავალებებს სთავაზობს. მიზანი უცვლელია - ერთი მხრივ, ხელი შევუწყოთ დამწყები კრეატორების განვითარებასა და გაძლიერებას, მეორე მხრივ კი გამოცდილ კრეატორებს მივცეთ შესაძლებლობა, შექმნან კიდევ უფრო მეტად საინტერესო კონტენტი. შედეგად, Creator-ი იქცა სივრცედ, სადაც, გამოცდილი იუთუბერები დამწყებ კრეატორებს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას, აუდიტორიის ზრდისთვის საჭირო რჩევებს, დამკვეთებთან ურთიერთობის სპეციფიკას და სხვა. სულ მალე, გადაცემის ფინალისტები გამოვლინდებიან. თუმცა, ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელებას და ქართული YouTube ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას" - აღნიშნავს მარიამ ცანავა, საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი.

თვალი ადევნეთ საქართველოს ბანკის YouTube არხს: https://www.youtube.com/@argacherde




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხარკოვში „შაჰედის“ ტიპის დრონები საცხოვრებელ შენობებს დაეცა, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი
„შეურაცხყოფა და სასტიკი უპატივცემულობა“- სტარმერმა მკაცრად დაგმო ტრამპი ავღანეთში ბრიტანული ჯარების შესახებ მისი განცხადებების გამო
ჰელსინკის კომისია აშშ-ს სენატში გამართავს სხდომას - „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციაზე
აშშ-ს მინეაპოლისში ათასობით ადამიანმა ICE-ს წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა მოაწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი