10:28 - 24 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-23 12:37:55, 302 ნახვა

პოლიტიკა
სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის არჩევნებზე საიას საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების განხილვა დაიწყო. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე საიას თავჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა. 

საიამ წარდგენილ საჩივარში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში 2025 წელს გაგზავნა, მიუთითა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვისას დაირღვა დავების ერთიანი მექანიზმით განხილვის უფლება.

ორგანიზაცია ასევე დავობდა, რომ კანონმდებლობაში არსებული განაწესი, რომელიც ზღუდავს საარჩევნო დავაზე საჩივრების წარდგენის შესაძლებლობას, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას. 

ონიანმა დასძინა, რომ სტასბურგის სასამართლო ასევე შეაფასებს არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა. აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სასამართლომ სახელმწიფოს ვადად 2026 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა.

"სასამართლოს თქმით, მოცემულ საქმეს შეიძლება მიენიჭოს მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსის მქონე საქმის სტატუსი, რაც ნიშნავს სასამართლოს მხრიდან ამ საქმის პრიორიტეტულობის დანახვას, რაც მას ასევე მისცემს შესაძლებლობას შეაფასოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ფარულობის დარღვევის და ასევე საარჩევნო კანონმდებლობაში სხვა დაკავშირებული ხარვეზები. 

საზოგადოებისთვის ცნობილია და სტრასბურგის სასამართლოც უსვამს ხაზს ამ საკითხს, რომ საიამ როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ელექტრონული ტექნოლოგიების არასწორი გამოყენებით გამოწვეული ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის თაობაზე საჩივრები წარადგინა. აღნიშნული საჩივრები შეეხებოდა შესაბამის ოლქებში შემავალი ყველა იმ უბნის, ჯამში 2263, შედეგების ბათილად ცნობას, სადაც ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, შემდგომ კი სასამართლოებმა აღნიშნული მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. 

გამონაკლისი იყო მხოლოდ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა. 

ამდენად, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს სასამართლოს დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს პოზიცია, თუ რამდენად იყო ელექტრონული ტექნოლოგიებით ჩატარებულ უბნებზე თავისუფალი არჩევნების უფლება უზრუნველყოფილი. 

ასევე, დაირღვა თუ არა ფარული კენჭისყრის პრინციპი, საპარლამენტო არჩევნების დღეს, საარჩევნო უბნებზე ხმის მთვლელი ელექტრონული ტექნოლოგიების ფუნქციონირების წესის გამო. 

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 

2024 წლის 28 სექტემბრის წერილით საის ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი წარმოადგენდა სატესტო ვერსიას, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენი იქნებოდა განსხვავებული, რაც ფარულობას უზრუნველყოფდა.  სტრასბურგის სასამართლომ 3 საჩივარი გააერთიანა და საქმის განხილვა მიმდინარეობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მესამე მუხლის, რომელიც გულისხმობს თავისუფალი არჩევნების უფლებას და მე-13 მუხლის, რომელიც გულისხმობს სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლების ფარგლებში. 

სასამართლო ზემოთხსენებული საკითხების გარდა, ასევე იმსჯელებს და შეაფასებს არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა, სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადად 2026 წლის 15 მაისამდე განუსაზღვრა." - ნათქვამია საიას განცხადებაში. 




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰელსინკის კომისია აშშ-ს სენატში გამართავს სხდომას - „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის წინააღმდეგ რეპრესიების ესკალაციაზე
აშშ-ს მინეაპოლისში ათასობით ადამიანმა ICE-ს წინააღმდეგ საყოველთაო გაფიცვა მოაწყო
პრინცმა ჰარიმ, რომელიც ავღანეთში მსახურობდა, გააკრიტიკა ტრამპის კომენტარები მოკავშირეთა ოპერაციის შესახებ
Reuters- პუტინის დელეგაცია აბუ დაბიში მოლაპარაკებებზე კვლავ მოითხოვს უკრაინისგან მთელი დონბასის დათმობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი