|
2026-01-21 12:25:42, 1187 ნახვა
საზოგადოება
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ თამბაქოს შეძენის ასაკის 18-დან 21 წლამდე გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდა ბოლო სამი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა. ამასთან, როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოსახლეობის 75% მხარს უჭერს ცვლილებებს, რომელიც მათ შორის ითვალისწინებს თამბაქოს შეძენის ასაკის ზრდას 18-დან 21 წლამდე, ასევე დახურულ სივრცეებში მოწევის წესების დარღვევაზე ჯარიმების ზრდას და ასე შემდეგ. „2025 წლის, თამბაქოს მოხმარების გლობალური ზრდასრულთა კვლევის (GATS) თანახმად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია: ბოლო ათწლეულში თამბაქოს მოხმარება 33%-დან 24%-მდე შემცირდა, თუმცა 9% -იანი კლების მიუხედავად, საგრძნობლად აღემატება ევროპული საშუალო დონის მაჩვენებელს. განსაკუთრებულ გამოწვევად იქცა ბოლო სამი წლის განმავლობაში ელექტრონული სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს მოხმარების მკვეთრი ზრდაც. აღნიშნული სურათი დამაფიქრებელია, რადგან საქართველოს სტრატეგიული მიზანია თამბაქოს კონტროლიდან დასრულების პოლიტიკაზე გადავიდეს და 2040 წლისთვის გახდეს „თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა“, რაც გულისხმობს მოსახლეობაში თამბაქოსა და ნიკოტინის ყველა ალტერნატივის მოხმარების 5%-ზე ქვემოთ დაყვანას. ეს ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ კატასტროფული ფინანსური და დემოგრაფიული ტვირთის შესამცირებლად, რომელიც ნაადრევ სიკვდილიანობას უკავშირდება (თამბაქოსგან მიყენებული ზიანი 10 -ჯერ აღემატება ინდუსტრიის მიერ ბიუჯეტში შეტანილ გადასახადებს). მიზნის მისაღწევად აუცილებელია:
2025 წლის კვლევის თანახმად, ამ ცვლილებებს მოსახლეობის 75% უჭერს მხარს. ეს არის პირდაპირი საზოგადოებრივი დაკვეთა. ხელისუფლების რეალური ნება, დაიცვას მომავალი თაობების სიცოცხლე, სწორედ ამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმაში უნდა გამოიხატოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება დასტური იმისა, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე მოქალაქეთა ჯანმრთელობა“, - აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
რომის პაპი ჟურნალისტებს - მიხარია, რომ აქ ხართ, კარგი გაშუქება ყველგან და ყველასთვის მნიშვნელოვანია
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
Transparency International Georgia - მიხეილ სააკაშვილის სახელი შეტანილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის მიერ შედგენილი პოლიტიკური პატიმრების სიაში
რუსეთი სამშენებლო კომპანიების გაკოტრების ტალღამ მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)