01:38 - 27 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-20 15:34:07, 881 ნახვა

პოლიტიკა
ქადაგიშვილი სინდისის პატიმრების ოჯახებს "საკუთარი პატიმრით სპეკულაციაში" ადანაშაულებს

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი სინდისის პატიმრების მშობლებს "საკუთარი პატიმრით სპეკულაციაში" ადანაშაულებს.

ასე უპასუხა მან პარლამენტში ჟურნალისტების დასმულ კითხვას, რომელიც ქართული ოცნების პრეზიდენტის მიერ შეწყალების აქტის გამოცემას ეხებოდა. 

19 იანვარს მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პირი შეიწყალა. შეწყალებულ პირთა სია არ ქვეყნდება, შესაბამისად, უცნობია, ვინ შეიწყალა ქართული ოცნების პრეზიდენტმა. მიუხედავად ამისა, სინდისის პატიმრების მშობლებმა ღამე საპატიმროებთან გაათენეს. 

ირაკლი ქადაგიშვილი ამტკიცებს, რომ რეჟიმის პატიმრების მშობლების მიზანი "არა შეწყალების მიღწევა, არამედ სპეკულაციის და სპეკულანტური, დაძაბული გარემოს შექმნა იყო".

"როდესაც რეალურად ვინმეს უნდა, რომ ვინმე შეიწყალოს, ქმედებები სხვანაირია. არც ელოდებიან და არც სურვილი ჰქონდათ. პატიმრის გულშემატკივრებს და მშობლებს როცა ადამიანის შეწყალება სურს, იქ სხვანაირი რიტორიკა და ქმედებები მიდის. ჩვენ პირიქით, სხვა რიტორიკას და ქმედებებს ვხედავდით მთელი ამ დროის განმავლობაში და მიზანი არა შეწყალების მიღწევა, არამედ სწორედ ამ სპეკულაციის და სპეკულანტური, დაძაბული გარემოს შექმნა იყო… ეს მიზანი ჰქონდათ, რომ საკუთარი პატიმრით სპეკულაცია გაეწიათ, რომ კიდევ ერთხელ სასპეკულაციო მასალა შეექმნათ საზოგადოებაში, თითქოს და, ხელისუფლების იმიჯის დასაზიანებლად", - თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics