|
2026-01-20 12:36:10, 805 ნახვა
პოლიტიკა
ტრამპმა ღაზის "მშვიდობის საბჭოს" დამფუძნებელ წევრად ნიკოლ ფაშინიანიც მიიწვია
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მსოფლიო ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანიც მიიწვია ღაზის სექტორის აღსადგენად "მშვიდობის საბჭოს" დამფუძნებელ წევრად. სომხეთის პრემიერის პრესსპიკერის ნაზელ ბაგდასარიანის თქმით, ნიკოლ ფაშინიანმა ეს წინადადება მიიღო და დაადასტურა სომხეთის ერთგულება მშვიდობის ხელშეწყობის მიმართ. "მშვიდობის საბჭოში" გაწევრიანების მიწვევა ასევე მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. ამის შესახებ გუშინ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა და თქვა, რომ კრემლში ამ წინადადების "ყველა დეტალს სწავლობენ". მიწვევა მიიღო ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომაც - ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ "დადებითად შეაფასა ეს წინადადება". მედიის თანახმად, "მშვიდობის საბჭოში" მიწვევა ასევე გაუგზავნეს თურქეთის, ეგვიპტის, არგენტინის, საფრანგეთის, გერმანიის, კანადისა და ავსტრალიის ლიდერებს. ევროკავშირის წარმომადგენლად მიწვეულია ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "მშვიდობის საბჭოს" მუდმივ წევრად განხომისთვის სახელმწიფოს ერთი მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. Bloomberg-თან საუბარში ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობის დაცვით, თქვა, რომ შეგროვებული თანხები გამოყენებული იქნება "მშვიდობის საბჭოს" მანდატის ფარგლებში ღაზის სექტორის აღსადგენად. გავრცელებული ცნობებით, დონალდ ტრამპთან ერთად "მშვიდობის საბჭოს" შემადგენლობაში აშშ-ის მხრიდან შესაძლოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც შევიდნენ - მათ შორის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი.
მაკრონმა აღიარა, რომ მომავალში საფრანგეთის პრეზიდენტად დაბრუნებას გეგმავს
უკრაინამ დონბასში რუსული არმიის წინააღმდეგ საბრძოლო რობოტები პირველად გამოიყენა
კობახიძე – მაინც ყოველდღიურად იკრიბებიან ხან 20, ხან 50, ხან 150 კაცით, სექტის სახე ნამდვილად შეიძინა ამ დაჯგუფებამ
ივანიშვილის პაპუაშვილი ოპოზიციურად განწყობილ ხალხს სექტას უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)