06:20 - 20 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-19 15:26:49, 298 ნახვა

პოლიტიკა
რუსეთი ანექსირებული მარიუპოლიდან ბათუმის მიმართულებით საკრუიზო მარშრუტების აღდგენას განიხილავს

რუსეთის ხელისუფლება აზოვის ზღვის გავლით საერთაშორისო საკრუიზო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობას განიხილავს. ეს ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მთავრობის დოკუმენტშია მოცემული, რომელსაც რუსული სამთავრობო Ria Novosty ავრცელებს.

"შესაძლებელია აზოვის ზღვაზე უცხო ქვეყნების მიმართულებით კრუიზების აღდგენა. მანამდე არსებობდა საკრუიზო მარშრუტი - მარიუპოლსა და ბათუმს შორის. სამგზავრო ნავმისადგომის აღდგენის ან მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლოა ეს მარშრუტი აღდგეს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტებში ასევე წერია, რომ ასეთი კრუიზებისთვის შესაძლოა გამოყენებული იყოს გემი "მუსტაი კარიმი".

Ria Novosty წერს, რომ აზოვის ზღვის აუზში რვა პორტია: მარიუპოლი, იეისკი, კავკაზი, ტემრიუკი, ბერდიანსკი, აზოვი, დონის როსტოვი და ტაგანროგი. სამთავრობო დოკუმენტებში დაზუსტებულია, რომ სამგზავრო გემების მისაღებად საჭირო სპეციალიზებული ნავმისადგომი მხოლოდ ტაგანროგშია, იეისკისა და მარიუპოლის პორტებს ასეთი გემების მიღების შესაძლებლობა დაკარგული აქვთ.

რუსეთმა მარიუპოლის ოკუპაცია 2022 წელს მოახდინა, ხანგრძლივი ბრძოლებისა და დაბომბვის შემდეგ.

თბილისში რუსეთის ინიციატივაზე კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

მანამდე, 2025 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საკრუიზო გემი Astoria Grande, რომელსაც 2023 წელს ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ, საქართველოში შესაძლოა 2026 წელსაც დაბრუნდეს - ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებული იყო, რომ 2026 წლის 4 მარტიდან 26 მაისის ჩათვლით გემს კრუიზი აქვს დაგეგმილი და ნათქვამი იყო, რომ ის ბათუმში აპრილში გაჩერდება.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხესთან პოლიტპატიმრების ახლობლები არიან შეკრებილები
ევროკავშირმა განაცხადა, რომ არ შეეგუება აშშ-ს შანტაჟს - მას აქვს ახალი ინსტრუმენტი ტრამპზე რეაგირებისთვის.
ლეგენდარული იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტრამპი დარწმუნებული იყო, რომ გრენლანდიაში სამხედრო ყოფნა შეერთებული შტატების წინააღმდეგ პროვოკაცია იყო.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი