06:20 - 20 Jan, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-19 13:52:53, 342 ნახვა

პოლიტიკა
Newsweek: ირანის რეჟიმმა დარბევისას, შესაძლოა, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა

გამოცემა Newsweek-ის ცნობით, ირანის რეჟიმმა მიმდინარე ანტისამთავრობო გამოსვლებზე დემონსტრანტების დარბევისას, შესაძლოა, ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა.

ამ ინფორმაციას ის დიდი ბრიტანეთის ყოფილ პარლამენტარზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელმაც განუცხადა, რომ ირანის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სისხლიანი საპროტესტო აქციების დარბევის დროს, ირანის ხელისუფლებამ შესაძლოა ტოქსიკური ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა. ამაზე ის "სანდრო ანგარიშზე" დაყრდნობით საუბრობს.

"ადამიანები თვლიან, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო გარკვეული სახის ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება, რამაც რამდენიმე დღის შემდეგ დაშავებულთაგან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა", - უთხრა ბილ რამელმა GB News-ს.

Newsweek-ის ცნობით, მოგვიანებით ბილ რამელმა თქვა, რომ ინფორმაცია "ირანულ-ქურთული სანდო წყაროებიდან" მოდიოდა, თუმცა ეს ჯერ არ დადასტურებულა.

ყოფილი დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკის "გამორჩეულად მძიმე" ესკალაცია.

8 იანვარს, Iran International-ის მიერ მოპოვებულ ვიდეოში ჩანს, რომ უსაფრთხოების ძალები აღმოსავლეთ ირანში, ქალაქ საბზევარში, მომიტინგეების წინააღმდეგ არატრადიციულ იარაღს იყენებენ.

***
ირანში საპროტესტო მოძრაობის დაწყება მზარდ ინფლაციასა და ეროვნული ვალუტის კოლაფსს მოჰყვა. დემონსტრაციები ქვეყნის მასშტაბით 585 ადგილას - 186 ქალაქსა და 31-ვე პროვინციაში იმართება.

აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია (HRANA) აცხადებს, რომ აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 3 000-ს აჭარბებს.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ციხესთან პოლიტპატიმრების ახლობლები არიან შეკრებილები
ევროკავშირმა განაცხადა, რომ არ შეეგუება აშშ-ს შანტაჟს - მას აქვს ახალი ინსტრუმენტი ტრამპზე რეაგირებისთვის.
ლეგენდარული იტალიელი მოდის დიზაინერი ვალენტინო გარავანი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტრამპი დარწმუნებული იყო, რომ გრენლანდიაში სამხედრო ყოფნა შეერთებული შტატების წინააღმდეგ პროვოკაცია იყო.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი