|
2026-01-08 15:53:46, 871 ნახვა
პოლიტიკა
ნადირაძე - ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს
ქვეყანაში თურმე ამხელა გადატრიალება მზადდებოდა და სათავეში ედგა მსოფლიო ბანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და წესიერი ადამიანიები, რომლებსაც მცირე გადაცდომაც კი არ ჰქონიათ. პროპაგანდა ეშლებათ, მომხრეების დაჯერებაც კი ძნელია, რომ ფულის, იარაღის გარეშე ამხელა დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ 4 ოქტომბერს ღობის საქმესთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში, პროცესზე განაცხადა. ნადირაძის თქმით, ახლა საჭიროა ერთიანობა. „ვიდეოები ვნახეთ, ორი ეპიზოდი იყო, სადაც ვამბობ, რომ მიუხედვად იმისა, სუს-ი ცდილობს, გეგმა იპოვოს, გეგმა არ არსებობს-მეთქი. ვერცერთი მტკიცებულება ვერ წამოადგინეს. თურმე ამხელა გადატრიალება მზადდებოდა ქვეყანაში და ამას სათავეში ედგა მსოფლიო ბანი, ყოფილი გენერალური პროკურორი და წესიერი ადამიანიები, რომლებსაც მცირე გადაცდომაც არ ჰქონიათ. პროპაგანდა ეშლებათ, მათი მომხრეების დაჯერებაც კი ძნელია, რომ ფულის, იარაღის, ასაფეთქებლების, მოძალადების გარეშე ამხელა დიქტატურული რეჟიმი ემხობოდა. სუს-მა ვერ შეფუთა და ახლა დამატებით რაღაცები შემოაქვთ, რომ ძალადობრივი იყო, ხელისუფლებაში ასე ცდილობდნენ მოსვლასო. ჩემი მოტივი კარგად ავხსენი, ყველა აქციაზე ვიყავი და ვიქნები, რადგან არ მინდა, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებები აშხაბადში, პუტინთან მიიღებოდეს. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი აშხაბადში არ წყდებოდეს. არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კავშირი იყო ადამიანებთან, რომლებიც აქ გავიცანი, ისინი ტყუილად არიან დაჭერილები. ღობე გადანგრეული იყო, ისიც არ მახსოვს, სპეცრაზმი იდგა თუ არა, იქ არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც რიგითი ადამიანისთვის, თუნდაც, როგორც თქვენ ამბობთ, ორგანიზატორისთვის, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, ეს ადამიანები დაეჭირათ. ქვეყანაში დიქტატურაა დამყარებული, ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავთ და ვართ რუსეთში. ახლა ერთიანობა გვჭირდება. ორ წელს მომცემენ თუ ცხრას, გავაგრძელებთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლას. ოთხი შვილის მამა ვარ და არ მინდა, ჩემი შვილები გაიზარდონ რუსეთში. თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ, ვიდეოები არანაირ დანაშაულს არ ადასტურებს. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, არაფრის შეგეშინდეთ. ბრძოლა ბოლომდე, ცეცხლი ოლიგარქიას!“ – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)