|
2026-01-06 16:53:47, 978 ნახვა
მსოფლიო
ევროპის ძირითადი ქვეყნების ლიდერებმა გრენლანდიასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს
ევროპის ძირითადი ქვეყნების, მათ შორის დანიის ლიდერებმა, დანიის ტერიტორიის, გრენლანდიის ბედთან დაკავშირებით საერთო პოზიცია გამოთქვეს, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ კუნძულის კონტროლის სურვილის გამეორების შემდეგ. განცხადების ტექსტი დანიის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯო მელონი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროპულ განცხადებას შეუერთდნენ. მათ აღნიშნეს, რომ არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის პრიორიტეტად რჩება. „ნატომ ნათლად მიანიშნა, რომ არქტიკის რეგიონი პრიორიტეტულია და ევროპელმა მოკავშირეებმა გააძლიერეს თავიანთი ძალისხმევა. ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ გავზარდეთ ჩვენი ყოფნა, აქტივობები და ინვესტიციები არქტიკის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად და კონკურენტების შესაკავებლად. დანიის სამეფო, მათ შორის გრენლანდია, ნატოს ნაწილია“, - აღნიშნეს ლიდერებმა. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონში უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი კოლექტიური ძალისხმევით, მათ შორის ნატოს ფარგლებში - რომელშიც შედის შეერთებული შტატები - „გაეროს ქარტიის პრინციპების პატივისცემით, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვევობის ჩათვლით“. „ეს არის უნივერსალური პრინციპები და ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე მათ დაცვაში. შეერთებული შტატები არის მთავარი პარტნიორი ამ ძალისხმევაში, როგორც ნატოს წევრი და ქვეყანა, რომელსაც ასევე აქვს თავდაცვის შეთანხმება დანიის სამეფოსთან, რომელიც 1951 წლით თარიღდება... გრენლანდია ეკუთვნის თავის ხალხს. დანიამ და გრენლანდიამ, და მხოლოდ მათ, უნდა გადაწყვიტონ დანიასა და გრენლანდიასთან დაკავშირებული საკითხები“, - აღნიშნეს ლიდერებმა. ცალკე განცხადებაში, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მხარდაჭერა დანიის მიმართ ტრამპის თავდასხმების წინაშე. შეგახსენებთ, რომ ვენესუელაში აშშ-ის ოპერაციის შემდეგ ბოლო ინტერვიუებში, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა გრენლანდიის კონტროლის სურვილი. დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა მოუწოდეს ტრამპს, შეეწყვიტა ზეწოლა და მუქარა. დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ გრენლანდიის შეერთებული შტატების მიერ ძალადობრივი ანექსია, თუ ეს მოხდება, ნატოს დასასრულს ნიშნავს.
აშშ ევროპას აფრთხილებს იარაღის მიწოდების შეფერხების შესახებ, რაც გამოწვეულია მარაგების ამოწურვით
აშშ გერმანიიდან 5000 ჯარისკაცს გაიყვანს
საპატრიარქო - ვხედავთ შემთხვევებს, როცა ეკლესიის არაკეთილმოსურნენი ყველა ღონეს ხმარობენ, რათა საზოგადოებაში დააკნინონ სინოდის სხდომის მიმართ სამართლიანობის განცდა
აშშ-ის კონგრესში წარადგინეს რეზოლუცია ჟურნალისტების უფლებების დაცვის შესახებ, სადაც მზია ამაღლობელიც არის ნახსენები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)