18:46 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-03 23:47:50, 1173 ნახვა

მსოფლიო
ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტი და დონალდ ტრამპი ერთმანეთან ქვეყნის მომავალზე დისკუსიაში შევიდნენ

მადუროს ვიცეპრეზიდენტი, დელსი როდრიგესი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, წარადგინოს ნიკოლას მადუროსა და მისი ცოლის, სილია ფლორესის, "სიცოცხლის დამადასტურებელი" საბუთი, მას შემდეგ, რაც აშშ-მ მადურო და მისი მეუღლე სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.

სამთავრობო მედიასთან ტელეფონით საუბრისას როდრიგესმა განაცხადა, რომ აშშ-ს იერიშების შემდეგ მან არ იცოდა, სად იმყოფებიან მადურო და მისი ცოლი.

"ჩვენ არ ვიცით პრეზიდენტი ნიკოლას მადუროსა და პირველი ლედის, სილია ფლორესის, ადგილსამყოფელი. პრეზიდენტი დონალდ ტრამპისგან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ პრეზიდენტი მადუროსა და პირველი ლედის სიცოცხლის დამადასტურებელ საბუთს." - განაცხადა როდრიგესმა.

კარაკასში გამართულ ცერემონიაზე როდრიგესმა განაცხადა, რომ ქვეყანა არცერთი ქვეყნის კოლონია არ გახდება და მზადაა დაიცვას თავისი სუვერენიტეტი. მან მოუწოდა ნიკოლას მადუროს და მისი მეუღლის გათავისუფლებისკენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უარყოფს ხალხის წინააღმდეგ ძალადობას და სამხედრო აგრესიის ნებისმიერ სცენარს.

როდრიგესის თქმით, მადურო ვენესუელას ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება.

 აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა, რომ თუ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და ამჟამინდელი პრეზიდენტი დელსი როდრიგესი არ დანებდება და არ დათანხმდება აშშ-ის პირობებს, ამერიკის შეერთებული შტატები გადავა დარტყმების მეორე ფაზაზე. ამ დროისთვის ჩანს, რომ როდრიგესი უარს აცხადებს აშშ-ის პირობებზე და მოითხოვს ნიკოლას მადუროს გათავისუფლებას.

ვენესუელაში სახმელეთო ძალების შეყვანაც განიხილება, თუ არსებული მადუროს რეჟიმი არ დათანხმდება ხელისუფლების გადაცემას, რომლის შედეგადაც ამერიკის შეერთებული შტატები გარდამავალ ეტაპზე ვენესუელაში მთავარი მმართველი ძალა გახდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics