|
2025-12-29 21:50:54, 7237 ნახვა
ეკონომიკა
რა უნდა იცოდეთ საქართველოს ბანკის AmEx ბარათზე - გაეცანით რჩევებს თუ როგორ მიიღოთ მეტი სარგებელი
თუ ეძებთ ბარათს, რომელიც თქვენს ყოველდღიურობას გაამარტივებს და ყოველი გადახდისას ქულების დაგროვების შესაძლებლობას მოგცემთ, მაშინ American Express (AmEx) ბარათი თქვენთვისაა. საქართველოში AmEx-ის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოს ბანკია. ის მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს ამ ბარათის ყველა უპირატესობა და ბენეფიტი მიიღონ. სად და როგორ შეგიძლიათ AmEx ბარათის გამოყენება საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით სარგებლობას, მხოლოდ საქართველოს ბანკის ტერმინალებზე შეძლებთ. ხოლო, რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ან ონლაინ შოპინგს, ბარათის გამოყენებას ყველგან შეძლებთ, სადაც AmEx-ით გადახდა არის შესაძლებელი. ყველა ტრანზაქციას, ქულებსა თუ გადახდის ვადებს მარტივად, მობილბანკში ნახავთ. როგორ გამოიყენოთ AmEx-ის საკრედიტო ლიმიტი პროცენტის გარეშე AmEx ბარათის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა საშეღავათო პერიოდია. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ დამტკიცებული საკრედიტო ლიმიტი, ისე გამოიყენოთ, რომ პროცენტი საერთოდ არ გადაიხადოთ, თუ რამდენიმე მარტივ წესს დაიცავთ. AmEx-ით სწორი სარგებლობის 3 ნაბიჯი
გაითვალისწინეთ,რომ საშეღავათო პერიოდი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავალიანებას სრულად გაანულებთ. ნაწილობრივი დაფარვისას პროცენტი დაგერიცხებათ ათვისებული თანხის სრულ ოდენობაზე, მისი გამოყენების დღიდან. შეთავაზებები AmEx ბარათის მფლობელებისთვის საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ AmEx ბარათის მფლობელებისთვის, ყოველთვიურად სხვადასხვა სახის შეთავაზებებს, მათ შორის ქეშბექებსა და ფასდაკლებებსა ამზადებს. ყველა აქტიურ შეთავაზებას გაეცანით ამ ბმულზე. MR ქულები AmEx ბარათით, ნებისმიერ გადახდაზე გროვდება, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, ფიზიკურ მაღაზიებსა თუ ონლაინ შოპინგისას. დაგროვებული ქულები კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ორი გზით: გადაიხადოთ AmEx-ის პარტნიორ ობიექტებში ან გადაცვალოთ PLUS ქულებში მომგებიანი კურსით: 1 MR ქულა = 3 PLUS ქულას. ინფორმაციისთვის, AmEx Green, AmEx Gold და AmEx Platinum ბარათების მფლობელები საჩუქრად 4-წლიან სამოგზაურო დაზღვევას იღებენ. დაზღვევა ისეთ შემთხვევებს ფარავს, როგორიცაა: მოგზაურობის გაუქმება, გადაუდებელი სამედიცინო ხარჯები და ბარგის დაგვიანება. დამატებით სასარგებლო რჩევები AmEx ბარათის მთავარი უპირატესობა გადახდებშია. როცა ბარათით იხდით, MR ქულებს აგროვებთ. MR ქულების დასაგროვებლად საკრედიტო ლიმიტის გამოყენება არ არის აუცილებელი. შეგიძლიათ საკუთარი ანგარიშიდან გადარიცხოთ თანხა AmEx ბარათზე და იმით ისარგებლოთ. ამ შემთხვევაში, თქვენი საკრედიტო ლიმიტი ხელუხლებელი დარჩება, MR ქულებს კი ჩვეულებრივ დააგროვებთ. AmEx ბარათები საქართველოს ბანკი მომხმარებლებს რამდენიმე ტიპის AmEx ბარათს სთავაზობს. ისინი ერთმანეთისგან საკრედიტო ლიმიტით, წლიური ღირებულებით, ეფექტური პროცენტით და ქულების დაგროვების პირობებით განსხვავდება. ესენია: მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს. გახადეთ AmEx ბარათი თქვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი. ბარათს ძალიან მარტივად და სწრაფად, საქართველოს ბანკის მობილბანკიდან შეუკვეთავთ.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეზე აშშ-ის სრული კონტროლი გამოაცხადა: „ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ“
Wildberries-ის აპლიკაცია აშშ-ის App Store-დან გაქრა
ადვოკატი: ნატა ვიბლიანი პროკურატურამ ოფიციალურად ცნო დაზარალებულად
კობა ფარტენაძის მიმართ ძალადობისა და დანით დაჭრის მუქარის ბრალდებით დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)