|
2016-03-29 12:46:20, 522 ნახვა
საზოგადოება
ქვეყნის მასშტაბით თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება
საქართველოს მასშტაბით თვის ბოლომდე არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების უფროსის მოადგილემ ნინო წვერავამ განუცხადა. მისივე განცხადებით, 28 მარტს, დღისით დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში, წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდენლია ელჭექი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +12 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +22 გრადუსი იქნება. წვერავას თქმით, დედაქალაქში ღრუბლიანობა მოიმატებს ხოლო ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსი იქნება. მომდევნო დღეების პროგნოზი ასეთია: 28 მარტი დასავლეთ საქართველო-ღრუბლიანი ამინდი. წვიმა, მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10 15მ/წმ, ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +3, +8°; მთაში ღამით -1, +4°,დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -3, +2°, დღისით -2, +3°; ზემო აფხაზეთში ღამით -2, +3°, დღისით -1, +4°. აღმოსავლეთ საქართველოში -უმეტესად ღრუბლიანი ამინდი. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი. მაღალმთაში შესაძლებელია ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით 0, +5°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით -3, +2°. თბილისი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამისა და დილის საათებში წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დროგამოშვებით ძლიერი 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +8°. 30-მარტი დასავლეთ საქართველო- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტეს, დღისით ზოგიერ რაიონში წვიმა, ღამით მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +2, +7°, დღისით +9,+14°; მთაში ღამით -2, +3°, დღისით +4, +9°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; ზემო აფხაზეთში ღამით -3, +2°, დღისით +3, +8°. აღმოსავლეთ საქართველო- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით 0, +5°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -3, +2°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -2, +3°; თბილისი -დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. მცირე წვიმა. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, დროგამოშვებეით ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +11°. 31 მარტი დასავლეთ საქართველო-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +1, +6°, დღისით +10, +15°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -5, 0°, დღისით +2, +7°; ზემო აფხაზეთში ღამით -4, +1°, დღისით +3, +8° აღმოსავლეთ საქართველო- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ზოგან წვიმა, ღამით მთაში თოვლი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ღამით ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით +1, +6°, დღისით +9, +14°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +5, +10°; მაღალმთაში ღამით -9, -4°, დღისით -1, +4°; თბილისი-დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. შესაძლებელია მცირე წვიმა. ჩრდილოეთ დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +4°, დღისით +13°.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)