|
2025-12-25 14:50:08, 8812 ნახვა
ეკონომიკა
„სახლი 71“ ახალ სამშენებლო პროექტს ახორციელებს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, ისანში, ქეთევან დედოფლის #71-ში, დეველოპერული კომპანია „სახლი 71“ თანამედროვე მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მლნ. დოლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 11.5 მლნ. დოლარს შეადგენს. პროექტი 10,000 კვ.მ ფართობზე ხორციელდება. ის ერთ 16-სართულიან და ორ 23-სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი ჯამში 600 ბინას, საოფისე და კომერციული ფართებს, რეკრეაციული ზონებს, საბავშვო სათამაშო მოედანს, სკეიტ პარკს, ფიტნეს დარბაზსა და ღია და დახურულ საპარკინგე სივრცეებს გააერთიანებს. მშენებლობა 2022 წლის ივნისში დაიწყო და 2027 წლის ივლისში დასრულდება. „სახლი 71“ სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა, რომელიც 2021 წელს დაარსდა და ქალაქში თანამედროვე საცხოვრებელი პროექტების განვითარებაზეა ორიენტირებული. ჩვენი მიზანია მაცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული გარემოს შექმნა და მოქნილი გადახდის პირობების შეთავაზება, რათა ბინის შეძენის პროცესი მაქსიმალურად მარტივი და ხელმისაწვდომი იყოს. საქართველოს ბანკი დაარსების დღიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ეს თანამშრომლობა ორიენტირებულია როგორც ბიზნესის განვითარებაზე, ისე მომხმარებლებისთვის დაფინანსების პროცესის გამარტივებაზე. სამომავლოდ, თბილისის სხვადასხვა უბანში ახალი პროექტების განხორციელებას, შემდგომ ეტაპზე კი საქართველოს მასშტაბით გაფართოებას ვგეგმავთ“, - განაცხადა „სახლი 71“-ის მმართველმა პარტნიორმა,ბექა ჩიქობავამ.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)