|
2025-12-23 11:15:35, 11550 ნახვა
ეკონომიკა
„თბილღვინომ“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა
ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „თბილღვინო“ ღვინის მაღაზია და ბარი - The Wine - გახსნა. ახალი სივრცე ირაკლი აბაშიძის N64-ში მდებარეობს და მომხმარებელს მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ პრემიუმ ღვინოებს სთავაზობს. კომპანიის მთავარი ფინანსური პარტნიორი თიბისია. მაღაზიასა და ბარში წარმოდგენილია დაახლოებით 120 სახეობის ღვინო მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან, მათ შორის: საფრანგეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ახალი ზელანდიიდან, გერმანიიდან და ესპანეთიდან; ხელმისაწვდომია თეთრი და წითელი, ასევე, მსოფლიოში ცნობილი ცქრიალა ღვინოები, მათ შორის: შამპანური საფრანგეთის შამპანის რეგიონიდან, იტალიური პროსეკო და იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცქრიალა ღვინის ბრენდი - Ferrari, რომლის ექსკლუზიური წარმომადგენელიც საქართველოში The Wine-ია. პროდუქციის ძირითადი ნაწილი უცხოურ ღვინოებს მოიცავს, თუმცა სტუმრები “თბილღვინოს” პრემიუმ კოლექციიდან ქართული ღვინის დაგემოვნებასაც შეძლებენ. ასორტიმენტი სხვადასხვა საფასო სეგმენტს მოიცავს, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ბიუჯეტურ შეთავაზებებსაც. The Wine-ის სივრცეში სამომავლოდ საგანმანათლებლო და თემატური აქტივობები იგეგმება, მათ შორის: დეგუსტაციები და პრეზენტაციები, რაც მიზნად ისახავს ღვინის კულტურის პოპულარიზაციას და საერთაშორისო მეღვინეობის გამოცდილების გაზიარებას. თიბისი და „თბილღვინო“ 23 წელია პარტნიორები არიან. ბოლო 5 წელში ერთობლივად 48 მილიონი ლარის მოცულობის პროექტები აქვთ განხორციელებული. პარტნიორობა მოიცავს, როგორც რთველის დაფინანსებასა და ვენახების გაშენებას, ასევე, საწარმოო ხაზის გადაიარაღებასა და ახალი მანქანა-დანადგარების შეძენას.
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ღამით საჰაერო დარტყმები განახორციელა კიევის, ოდესისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე- ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)