07:35 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-22 23:24:20, 12553 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე: გირაოზე ჯერ პოზიცია არ მაქვს, როგორც კი ქიმიური ნივთიერების თემას შეეხები, პრობლემები გეწყება

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მას, ამ დროისთვის, 30 000-ლარიანი გირაოს გადახდასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს.

იგი დღეს სასამართლო პროცესის ჩანიშვნას მის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს უკავშირებს, რომლის მთავარი საკითხიც გასული წლის ნოემბერში აქციების, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთირებით დაშლა იყო.

ჯაფარიძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აქტიურობა "ოცნების" ხელისუფლებისთვის "მტკივეულია."

"გირაოზე არ მაქვს ჯერ პოზიცია, რაღაცები მაქვს მოსაფიქრებელი. გირაოს გარდა პასპორტსა და პირადობას მართმევენ - ვითომ ქვეყნიდან გავრბივარ. ვუკავშირებ დღევანდელ ბრიფინგს, რომელიც ეხებოდა ნოემბერ დეკემბერში შარშან ადამიანების წამებასა და ქიმიური ნივთიერების გამოყენებას. ამ ბრიფინგზე წარდგენილი მასალები გადავუგზავნეთ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას.

ერთადერთი ლოგიკა ეგაა, დილით 8-საათზე გამომიშვეს ციხიდან პარასკევს. თუ ამბავი ის იყო, რომ გარეთ ვარ და აღმკვეთი ღონისძიება არაა ჩემს მიმართ, მაშინ პარასკევს ან შაბათს გააკეთებდნენ. 3-ზე იყო ბრიფინგი და 2 საათში დაიწყეს რეკვა, რომ სასამართლო პროცესი იყო.

მაღალი ალბათობით, ეს არის თემა, რომელიც ძალიან აწუხებთ, იმიტომ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით დანაშაული აქვთ ჩადენილი და შესაბამისად მაგ თემაზე შეხება მათთვის არის სერიოზული პრობლემა...

გავიმეორებ, რომ ეგ არის მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომ ეს თემა მათთვის ძალიან მტკივნეულია - როგორც კი მაგ თემას შეეხები, მაშინვე გეწყება პრობლემები. ეს ნიშნავს, რომ ამ თემაზე უნდა ჩავაჭიროთ მაქსიმალურად, იმიტომ, რომ დიდი ალბათობით, დანაშაული აქვთ ჩადენილი", - განაცხადა პოლიტიკოსმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The Sunday Times: რუსეთმა ურალში მდებარე თავისი საიდუმლო „მკვდარი ხელის“ კომპლექსი მოდერნიზება მოახდინა
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული თავდასხმის მცდელობა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე აღკვეთეს
ტრამპი: დიდ ბრიტანეთში აშშ-ის საჰაერო ძალების ბაზაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილებს მასშტაბური ზიანის მიყენება ჰქონდათ განზრახული
ბილ გეითსი: ხელოვნური ინტელექტის წესებზე შეთანხმება ბირთვული იარაღის შეზღუდვაზე უფრო რთული იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics