|
2025-12-22 14:59:02, 9454 ნახვა
პოლიტიკა
არასამთავრობო სექტორმა გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის დირექტორს მიმართეს
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს საქართველოში მიმდინარე დემონსტრაციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო მძიმე დარღვევებისა და ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მიმართეს. "ჩვენ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებელი ან არაიდენტიფიცირებელი ტოქსიკური და ექსპერიმენტალური ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები - სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც. რაც მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს. სუს-ის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა „დასკვნამ“ პასუხების ნაცვლად შეკითხვები, ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი. სუს-მა დაადასტურა, რომ შსს-ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა-გამოიყენა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება შსს-მ 6 სხვა შემთხვევაში? გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდეთ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად, მივმართეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალი ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში. ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნაერთების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობის მიღება. ამასთან, მივესალმებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს საკითხზე მომხსენებლების და მონიტორინგის კომიტეტის ინიციატივას, რომლითაც მათ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს, შეისწავლოს საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება და მათი გავლენა ადამიანის უფლებებზე. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ადამიანის უფლებების დასაცავად და მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმოქმედონ მყისიერად და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტები დაზარალებულების უფლებებისა და ღირსების დასაცავად". - განაცხადეს გამართულ ბრიფინგზე. ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ: "საფარი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) "საქართველოს ევროპული ორბიტა", "პრევენცია პროგრესისთვის", (PFP) "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული ცენტრი" (GCRT) "დემოკრატიის მცველები", "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", (CSF) "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "საქართველოს მომავლის აკადემია", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", (ISFED) "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" და "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი".
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)