16:00 - 25 Sep, 2026
|
2025-12-22 10:25:49, 10625 ნახვა
სამართალი
კახეთის პოლიციამ ქურდობის 11 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1965 წელს დაბადებული დ.მ. და წარსულში ქურდობისთვის მრავალჯერ მხილებული, 2006 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში, კახეთის რეგიონში, თვითმომსახურეობის 11 ავტოსამრეცხაოდან თანხა მოიპარეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მოპარული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)