|
2025-12-19 23:34:56, 10240 ნახვა
ეკონომიკა
თიბისი და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
თიბისი და საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია (GAIA), ქართულ უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, აგრძელებენ ლექციების სერიას „AI დ ...“ და მომდევნო შეხვედრა სამართალს დაეთმო. კერძოდ, კი შეხვედრაზე განხილული იყო, ხელოვნური ინტელექტისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თემები. შეხვედრას ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სპიკერები კი პროფესორი, იურისტი და ტექნოლოგიების სამართლის სპეციალისტი ზვიად გაბისონია და AI პროდუქტის დიზაინერი გუა ტაბიძე იყვნენ. ლექციაზე განხილული იყო ისეთი თემები როგორიცაა, თუ როგორ იქმნება ენის მოდელები და სად ჩნდება ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევის რისკები; ვის ეკუთვნის AI-ის მიერ შექმნილი მასალები და ვინაა პასუხისმგებელი მათ არასწორ გამოყენებაზე. შეხვედრაზე, ასევე განიხილეს, AI-ის რეგულირების და სამართლებრივი დავების გადაწყვეტის მომავალი და ქართული სამართლებრივი პრაქტიკა. „AI და …“ ხელოვნური ინტელექტის საჯარო ლექციების ციკლია, რომლის მიზანი აკადემიურ სივრცეში AI-ის სხვადასხვა სფეროებზე გავლენის შესახებ დისკუსიის დაწყება და ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ახალი, განსხვავებული შესაძლებლობაა. მისი მიზანი კი ერთიანი სივრცის შექმნაა, სადაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები, პროფესიონალები და აკადემიური პერსონალი AI-ის განვითარებით მოტანილ ცვლილებებზე მსჯელობას და მათთვის მომზადებას შეძლებენ. ღია ლექციების ციკლი - „AI და …“ 2026 წელსაც გაგრძელდება და ტრადიციულად, თვეში ერთხელ, პარტნიორი უნივერსიტეტების კამპუსებში გაიმართება. თიბისი, განათლების პროგრამის ფარგლებში, მუდმივად ქმნის ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას და პროფესიონალებს აძლევს სივრცეს, სადაც შეუძლიათ ტექნოლოგიური ცვლილებების აღქმა, სწავლა და პრაქტიკაში გამოყენება. სწორედ ასეთი პროექტებით თიბისი აძლიერებს ქვეყნის ტექნოლოგიურ ეკოსისტემას და ხელს უწყობს პროგრესზე ორიენტირებული ცოდნის გავრცელებას. მთავარია გჯეროდეს, რომ განათლება და ტექნოლოგიები ქმნის მომავალს.
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
სააკაშვილი: საქართველოდან ბენზინი არა აფხაზეთში, არამედ სამხრეთ რუსეთში მიეწოდება
WP: ტრამპი თეთრი სახლის რემონტზე თითქმის 1 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)