|
2016-03-26 22:37:08, 773 ნახვა
ეკონომიკა
"ლიბერთი ბანკი" ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებეს
"ლიბერთი ბანკი" ყალბი 20 ლარიანი ბანკნოტის გავრცელებასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას აკეთებეს. "ლიბერთი ბანკი" კატეგორიულად გამორიცხავს მისი ბანკომატების საშუალებით ყალბი ბანკნოტების გავრცელებას. ლიბერთი ბანკში დანერგილია ბანკის ქსელის მეშვეობით თანხის მიმოქცევის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც სრულად უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების გავრცელების პრევენციას ქსელის მასშტაბით. ბანკის თანამშრომლები მკაცრად ითვალისწინებენ ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს. ბანკომატში ძირითადად იტვირთება ეროვნული ბანკისგან მიღებული ბანკნოტები. ბანკომატის ქსელში ჩატვირთვამდე, ბანკის ფულის მიმოქცევის დეპარტამენტისა და ბანკომატების ჯგუფის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბანკნოტები მოწმდება Giesecke & Dervient ყალბი ბანკოტების ამომცნობი და დამხარისხებელი მოწყობილობების მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნული მოწყობილობების წარმოების ბაზარზე და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. მოწყობილობა სათითაოდ ამოწმებს თითოეულ ბანკნოტს და ცალკე გამოყოფს საეჭვო ბანკნოტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დამატებით მოხდეს ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერება და ელექტრო მოწყობილობით შეფასება. ბანკომატში იტვირთება მხოლოდ შემოწმების შედეგად დამტკიცებული ბანკნოტები. ლიბერთი ბანკი საკუთარ მომხმარებელს 450-მდე ბანკომატით ემსახურება, საიდანაც მომხმარებელს ყოველთვიურად საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხა გააქვს. რაც შეეხება, ფულადი თანხის მიმოქცევას ლიბერთი ბანკის მომსახურების ცენტრებში, მოლარე ოპერატორები და სხვა შესაბამისი თანამშრომლები, ვიზუალური დათვალიერების გარდა, კუპიურებს ამოწმებენ სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებით, რაც დამატებით უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების მიმოქცევის პრევენციას საბანკო ქსელის სალაროებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ სალაროში მოხვედრილი თანხა, ბანკომატში მოხვედრამდე ვიზუალური დათვალიერების და სალაროს ელექტრო მოწყობილობის შემოწმების გარდა, დამატებით სრულად გაივლის ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ პროცედურას. მიუხედავად იმისა, რომ ბანკში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები და გამოვრიცხავთ ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას, ლიბერთი ბანკი მზად არის ნებისმიერი ფორმით ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან გავრცელებულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით. სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პარალელურად, ლიბერთი ბანკი განაგრძობს საკუთარი მომხმარებლების უფლებების დაცვასა და მათ ფინანსურ უსაფრთხოებაზე ზრუნვას."
16 მაისიდან N304 მარშრუტზე 18-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ
ასტრახანის მახლობლად, „გაზპრომის“ ქარხანას დრონებით თავდასხმის დროს ცეცხლი გაუჩნდა
საფრანგეთის საელჩო - საფრანგეთი წარმატებებს უსურვებს ახალ პატრიარქს სულიერი მისიის შესრულებაში საქართველოს ერთიანობის სამსახურში
მოსკოვის საპატრიარქოს მილოცვა - ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილი დაკავშირებულია მოსკოვთან
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)